1950 წლის ლიმუზინი Lincoln Cosmopolitan პორტალ Classic Cars  – ზე  გასაყიდად დადეს, ავტომობილის ფასი 160.000 ამერიკული დოლარია

ავტომობილის მთავარი ღირსება არის, რომ ის ამერიკის 33-ე პრეზიდენტს ჰარი ტრუმენს ატარებდა.

თეთრ სახლში ტრუმანის მოსვლის შემდეგ, მისთვის 10 კოსმოპოლიტანი შეუკვეთეს. თითოეული ატელიე Henney-მ დააპროექტა.

ათივე საპრეზიდენტო ლინკოლნს 152  ცხენის ძალიანი 5,5 V8 ძრავა და ოთხგადაცემიანი ავტომატური კოლოფი ერგო.

გასაყიდად გამოყვანილ ლინკოლნს, პრეზიდენტი ტრუმენი ნიუ იორკში გასამართი შეხვედრების დროს იყენებდა. ბოლო რესტავრაცია ლიმუზინს 1990 წელს ჩაუტარეს, 2001 წლამდე კი ის ფლორიდის მთავარ მუზეუმს ამშვენებდა.

ამერიკის პრეზიდენტის ლიმუზინი გასაყიდად დადეს, ფასი 160.000 დოლარია

ლინკოლნის სიგრძე თითქმის ისეთივეა, რაც Mercedes-Benz S კლასის (W222) საბაზო ვერსია — 6 მეტრი და 10 სანტიმეტრი, მასა — 2.7 ტონაზე მეტი

მაშინდელი ტენდენციებიდან გამომდინარე VIP მგზავრების ზონა გამოყვანილი ტყავით არის დამუშავებული, ხოლო წინა ნაწილი უბრალო ტყავით.

ავტომობილის ავთენტურობა ჰარი ტრუმენის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში დაადასტურეს.

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!

Linkoln

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]