Citroën Ami, სავარაუდოდ, მსოფლიოში, პოლიციის ყველაზე ნელი მანქანაა
საბერძნეთის კუნძულებზე, პოპულარულ საზაფხულო საკურორტო ზონებში, ბოლო პერიოდში, ეკო-მეგობრული პროექტები, მათს შორის ელექტრომობილებიც, საკმაოდ აქტუალური ხდება.
რამდენიმე თვის წინ, კუნძულ ასტიპალაიაზე, სამთავრობო პროგრამის ფარგლებში ფოლკსვაგენის ID.3 და ID.4 მოდელები შეისყიდეს.
პოლიციის ყველაზე “ნელი” მანქანა

ახლა Citroën-ის ჯერია, ეგეოსის ზღვაში მდებარე კუნძულ ჩალკის, მალე „მინიატურული“ ზომის Citroën Ami ეყოლება. ის, სავარაუდოდ, პოლიციის ყველაზე ნელი ავტომობილი იქნება.
6 ელექტრომობილი ჩალკის კუნძულისთვის

ცნობილია, რომ Citroen-მა, ჩალკის საჯარო ხელისუფლებას 6-ტიპის მოდელი გადასცა. ჩალკის მიზანი პირველ ბერძნულ-ეკო კუნძულად გადაქცევაა.
ფლოტის ასორტიმენტში შედის- 2 ერთეული Ami (პოლიციისა და სანაპირო დაცვისთვის), ë-C4-ის წყვილი მუნიციპალიტეტისთვის, ასევე ë-Spacetourer MPV და ë-Jumpy ფურგონის ტიპის ავტომობილი.
მანქანები, ამჟამად უფასო, 48 თვიანი იჯარის სახითაა გადაცემული. ამ პერიოდის გასვლის შემდემ ჩალკის მუნიციპალიტეტს, ეს ავტომობილები უკვე ოფიციალურად გადაეცემა.
კუნძულის ეკო-მეგობრული მისწრაფებები

მიუხედავად იმისა, რომ Ami, მისი სიჩქარიდან გამომდინარე- მაქს. 45 კმ/სთ, პატრულირებისთვის შესაფერისი ავტომობილი არ არის, მისი ზომებიდან წყალობით ჩალკის ვიწრო გზებისთვის საკმაოდ პრაქტიკულია.
მართალია, კრიმინალებს, 8 ცხენისძალიანი ავტომობილის გასწრება თავისუფლად შეეძლებათ, მაგრამ Ami-ს 70 კმ-იანი დიაპაზონი, რომელსაც ის 5,5 კვტ/სთ ლითიუმ-იონური ბატარეიდან იღებს, კუნძულის შეზღუდული საგზაო ქსელისთვის, საკმარისზე მეტია.
შესრულების თვალსაზრისით მუნიციპალიტეტისთვის შეთავაზებული ë-C4 ბევრად უკეთესია- მას 134 ცხენის ძალიანი ელექტროძრავი და 50 კვტ/სთ-იანი ბატარეა აქვს. ის შთამბეჭდავ, 350 კმ-იან დიაპაზონს იძლევა. ë-Spacetourer-ზე, იგივე ბატარეა, 230 კმ-იან დიაპაზონს უზრუნველყოფს.
საბერძნეთის მთავრობამ Citroën-თან ერთად ჩალკის „მწვანე ენერგიაზე“ გადასვლის მემორანდუმს მოაწერა ხელი. Citroën-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ვინსენტ კობემ აღნიშნა, რომ მათთვის, ეკო-მეგობრულ პროექტებში ჩართვა ძალზედ მნიშვნელოვანი და საამაყოა:
„ჩვენ ვამაყობთ, რომ ჩალკის ეკო-მეგობრულ კუნძულად გარდაქმნაში წვლილი შეგვაქვს, პროექტი იქნება-ავტომონიური, ჭკვიანი და მდგრადი“.
მან თქვა, რომ დიდი სურვილი აქვს, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ასევე კუნძულის მაცხოვრებლებმაც მხოლოდ ელმობილებით ისარგებლონ.
Citroën-ი კუნძულის მცხოვრებლებს, ასევე ადგილობრივ ბიზნესს ელექტრომობილების შესყიდვაში თავად დაეხმარება. ინოვაციურ ტექნოლოგიებს და აპლიკაციებს კი სრულიად უფასოდ შესთავაზებს.