Crash Test: უსაფრთხოების რეიტინგში საუკეთესო შეფასება, Tesla Model Y, Genesis GV60 და Kia Niro-მ მიიღეს.

ორგანიზაცია Euro NCAP-მ საავარიო ტესტების (Crash Tests) მორიგი სერიის შედეგები გამოაქვეყნა. რეიტინგში ყველაზე უსაფრთხო მანქანა Tesla Model Y აღმოჩნდა.

ჩინურმა მოდელებმა Ora Funky Cat-მა და Wey Coffee 01-მა ასევე მაქსიმალური შეფასება დადეს.

Tesla Model Y

Model Y-მ, რომელიც Tesla-ს ბერლინის გიგა ქარხანაშია აგებული, შთამბეჭდავი შეფასება მიიღო. ზრდასრულთა უსაფრთხოების დონე მასში 97%-ით არის დაცული.

Ora Funky Cat

ჰეჩბეკმა Ora-მ ზრდასრული მგზავრების შემთხვევაში უსაფრთხოების კოეფიციენტი 92% მიიღო, ხოლო ბავშვთა უსაფრთხოება მასში 83%-ით არის დაცული.

ქვეითებისთვის მანქანა 74%-ით არის უსაფრთხო, ხოლო ელექტრონული სისტემების კომპლექტი 93%-ით შეფასდა.

Crossover Wey Coffee 01

Crossover Wey Coffee 01 ზრდასრულებს 91%-ით, ხოლო ბავშვებს 87%-ით იცავს. ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოებას მოდელი 79%-ით უზრუნველყოფს. რაც შეეხება უსაფრთხოების სისტემებს, ექსპერტებმა ის 94%-ით შეაფასეს.

ორივე “ჩინელი” ცენტრალური აირბაგით არის აღჭურვილი, ის მძღოლს და მარჯვენა მგზავრს ერთმანეთზე თავების დარტყმისგან იცავს.

[yop_poll id=”1″]

Model Y

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!


წინა სტატიაჩინური კომპანია Hongqi მეტავერსში სამ ელექტრო კონცეპტს გაუშვებს
შემდეგი სტატიაJeep Recon-ი უგზოობაზე ორიენტირებული Wrangler-ის ელექტრო ალტერნატივაა
ჩვენი გუნდი იძიებს საინტერესო და სასარგებლო ამბებს ავტომანქანებზე მთელ მსოფლიოში