GM-ის აღმასრულებელი დირექტორის მერი ბარას თქმით Chevy Silverado EV შეუდარებელი ჯიპი იქნება

2022 წლის ლას ვეგასის CES შოუ Chevrolet-ისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. შოუზე ავტომწარმოებელი Silverado-ს ელექტრო ვერსიას-Chevy Silverado EV-ს წარადგენს.

ავტომობილი დაფუძნებული იქნება ე.წ „modular“ პლატფორმაზე და ის კომპანიის Ultium ბატარეებს გამოიყენებს.

ის პირდაპირ  იქნება მიმართული Ford F-150 Lightning-ის და მსგავსი ტიპის სატვირთო მანქანების სწრაფად მზარდი სეგმენტის წინააღმდეგ.

GM-ის აღმასრულებელი დირექტორის მერი ბარას თქმით ის უკონკურენტო იქნება.

General Motors-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მერი ბარამ ცოტა ხნის წინ დეტროიტში ავტომობილების პრესის ასოციაციის შეხვედრაზე ისაუბრა, მან Silverado EV და ზოგადად, ავტომწარმოებლის ელექტრომობილების სტრატეგია მიმოიხილა.

კითხვაზე, თუ რას უნდა ელოდნენ მომხმარებლები მან უბრალოდ უპასუხა- რომ ის გასაოცარი იქნება!

„როდესაც Silverado-ს ხელმისაწვდომობის დროს და ავტომობილის შესაძლებლობებს აანალიზებ ხვდები, რომ წინ რაღაც გასაოცარი გელოდება“-მერი ბარა

ბარამ ირიბად Ford-ზეც ისაუბრა და სავარაუდოდ ელექტრულ მოდელში F-150-ის პლატფორმის გამოყენებას გაუსვა ხაზი:

„ელექტრული Silverado საზოგადოებას აჩვენებს თუ რისი გაკეთება შეუძლია ელექტრო პლატფორმაზე დაფუძნებულ სატვირთო ფურგონს“

მიუხედავად იმისა, რომ ელექტრო სილვერადო ჯერ გამოსული არ არის, ბარას თქმით General Motors-ი EV სეგმენტში ავტონომიური ტექნოლოგიების თვალსაზრისით უპირობო ლიდერია.

აღსანიშნავია, რომ პრესკონფერენციამდე რამდენიმე დღით ადრე ფორდმა F-150 Lightning-ის ჯავშნები შეაჩერა (წინასწარ 200 000 ერთეულია შეკვეთილი).

Silverado EV

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!


წინა სტატიაMercedes-AMG One- სანახევროდ შენიღბული, F1-ით შთაგონებული ჰიპერქარის ჯაშუშური კადრები
შემდეგი სტატიაToyota-მ და Lexus-მა საზოგადოებას 15 ელექტრომობილი წარუდგინეს