Chevy Corvette-ს სადანის ელექტრო ვერსია 2025 წლისთვის გამოვა, მას კი Corvette-ს ელექტო ჯიპი მოჰყვება

ელექტრიფიკაციის ზრდის პარალელურად შიდა წვის ძრავზე მომუშავე ლეგენდარული მოდელებიც ნელ-ნელა ბატარეებზე გადადიან.

ამერიკისთვის, Dodge Challenger-ი და Charger-ი არიან ის საკულტო მოდელები, რომლებიც დიდი ალბათობით სრულად ელექტრიფიცირდებიან.

როგორც ჩანს გარდაუვალ ელექტრიფიკაციას ვერც Chevrolet Corvette გაექცევა. ამჟამინდელი C8 თაობა ჰიბრიდულ ვერსიებს მიიღებს, მაგრამ რაც შეეხება მის მემკვიდრეს, ის დიდი ალბათობით სრულად ბატარეით კვებაზე გადაერთვება.

ეს Chevy-ს ელექტრიფიკაციის სტრატეგიის ყველაზე საინტერესო ნაწილი არ არის. ინტერნეტში ვრცელდება ჭორები, რომ General Motors-ი “Corvette-ის ემბლემის“ მქონე ელექტრო სედანზე მუშაობს.

დიდი ალბათობით, ათწლეულის შუა რიცხვებში Chevy-ს შოურუმებში ნულოვანი გამონაბოლქვის სედანი გამოჩნდება, ის Porsche Taycan-ის პირდაპირი კონკურენტი იქნება.

Ford Mustang-ის ბრენდის ამჟამინდელი ელექტრო ჯიპის შთაგონებით Chevrolet-ს Corvette-ის ნიშნის ქვეშ მოქცეული ელექტრო ჯიპის გამოშვებაც უნდა.

ამ ამბის შესახებ არსებული ინფორმაცია მწირია, თუმცა ეს პროექტი Corvette-ის ელექტრო სედანის ბაზარზე გამოშვების შემდეგ ამოქმედდება.

ეს კულუარული ინფორმაცია MOTOR1-ის გუნდს სანდო წყარომ მიაწოდა. თავად ავტომწარმოებელი ბრენდის სამომავლო გემგებთან დაკავშირებით, ჯერ-ჯერობით, ოფიციალურ განცხადებას არ აკთებს.

Chevy Corvette

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!


წინა სტატიაAston Martin-ი თავის ორ ახალ მოდელს Pebble Beach Concours-ზე წარადგენს
შემდეგი სტატიაავტომობილების რაოდენობა საქართველოში (2022 წლის მონაცემები)