ახალი,  სპორტული ავტომობილების ბრიტანული მწარმოებელი Caton-ი კლასიკური ფორმების და თანამედროვე ტექნოლოგიების სინთეზს გვთავაზობს

Caton-ი სპორტული ავტომობილების ახალი ბრიტანული ბრენდია, რომელიც 1950-იანი წლების სტილით შთაგონებული ორადგილიანი ავტომობილის გამოსაშვებად ემზადება.

დებიუტი Salon Privé London-ში შედგება, ღონისძიება 21 აპრილიდან 23 აპრილამდე გაგრძელდება.

Caton-ის პირველი მოდელის მხოლოდ ერთი თიზერული ფოტო გვაქვს. შემოთავაზებული, დაჩრდილული სილუეტით თუ ვიმსჯელებთ ავტომობილისთვის დამახასიათებელია მომრგვალებული სტილი და რკალისებრი საქარე მინა.

Jaguar C-Type

Caton-ახალი ბრიტანული ბრენდი რეტრო სტილის როდსტერის თიზერს აქვეყნებს

საავტომობუილო სამყაროში ახალი მოდელს Jaguar C-Type-ს ადარებენ.

Jaguar C-Type- ფერთა გამა

„ეს ხატის ზუსტი რეინკარნაციაა, ეს პროექტი მანქანათმშენებლობაში ახალ სტანდარტს დააწეესებს“- ტიმ სტრაფორდი Caton-ის პარტნიორი კომპანიის Envisage Group-ის აღმასრულებელი დირექტორი.

კატონი  მხოლოდ კლასიკური მოდელების სერიის გაგრძელებას არ აპირებს, კომპანიის მიზანი ორიგინალი ვერსიის ამოსავალ წერტილად წარმოდგენა და მისთვის თანამედროვე ტექნოლოგიების და ინოვაციური მეთოდების მეშვეობით ახალი სულის „შთაბერვაა“.

ავტომობილი შეინარჩუნებს რეტრო იერს, მაგრამ მფლობელისთვის მეტი კომფორტის შესაქმნელად ავტომწარმოებელი გარკვეულ შესწორებებსაც შეიტანს.

კომპანია ეძებს და ასაქმებს ისეთ სპეციალისტებს, რომლებსაც ალუმინის კორპუსის პანელების ხელით ფორმირება შეუძლიათ.

თანამედროვე დეტალები ინტერიერში

ინტერიერში თანამედროვე ტექნოლოგიის დანერგვა, შესაძლოა მიუთითებდეს რომ კატონის სპორტულ მანქანას ინფო-გასართობი ეკრანი ექნება.

ერთადერთი, რასაც კატონი ძრავის სისტემაზე ამბობს არის ის, რომ ორიგინალთან შედარებით მნიშვნელოვანი გაუმჯობესება იქნება.

იმის გათვალისწინებით, რომ ჯერ არ ვიცით, თუ რომელი მოდელია ამ ახალი როდსტერის ინსპირაცია, სიმძლავრის შეფასება, შეუძლებელია.

აღსანიშნავია, რომ არც შიდა წვის ძრავზე გამახვილებულა ყურადღება, ასე რომ არც ისაა გამორიცხული სპორტული მანქანა ელექტროძრავმაც გამოკვებოს.

განცხადებაში კატონი ამბობს, რომ ის მუშაობას აპირებს, როგორც საავტომობილო სექტორიში,ასევე მის ფარგლებს გარეთაც.

ზუსტი დეტალები, როგორც უკვე აღვნიშნე, სპორტული ავტომობილის დებიუტის შემდეგ გვეცოდინება. დებიუტი Salon Privé London-ში 21-23 აპრილს დაგეგმილ ღონისძიებაზე გაიმართება.

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!

Caton

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]