Ford Mustang-ის ახალი მოდელი, Ford Mustang California Edition -ი 1967 წლის Shelby GT კუპეს პროტოტიპიზეა დაფუძნებული, ის ცნობილი იყო, როგორც- California Special
Ford Mustang-მა თავის რიგებში სახეშეცვლილი და განახლებული მახასიათებლების მქონე California Edition-ი დაიმატა.
Mustang California Edition-ი 1967 Shelby GT კუპეს პროტოტიპს California Special-ს ეფუძნება.
ორიგინალ მანქანას ჰქონდა მუქი ფერის ცხაური, ნისლსაწინააღმდეგო ფარები, გვერდითი სარბოლო ზოლები, Shelby-ის სახასიათო სპოილერი და საჰაეროები.
განახლებული ექსტერიერი და მახასიათებლები


საკულტო მოდელის ახლებური ვარიანტი კაბრიოლეტის სტილში იქნება შემოთავაზებული.
დიზაინის ძირითადი ცვლილებები მოიცავს- ფორებიან ე.წ “honeycomb” შავ ცხაურს, დიდი ზომის წინა სპლიტერს, შავ გვერდითა ზოლებს, წითელსა და ნაცრისფერში გაწყობილ ემბლემას, 19-ინჩიან ბორბლებს და სპეციალურ CS/GT ნიშნებს.
თითოეულ მოდელს ასევე აქვს ლოგო – “California Special”, რომელიც მხოლოდ მზის განათებაზე ჩანს.
გაუმჯობესებული აეროდინამიკა

Ford-ი ამბობს, რომ ავტომობილის აეროდინამიკური მახასიათებლები დიდი ზომის წინა სპლიტერისა და უკან განთავსებული საჰაეროების წყალობით გაუმჯობესდა.
განახლებული და ტექნოლოგიურად მრავალფეროვანი ინტერიერი


რაც შეეხება სალონს, Ford Mustang California Edition -ი წინა სავარძლების გათბობისა და გაგრილების სისტემითაა აღჭურვილი. სავარძლები ნაცრისფერი ხელოვნური ზამშეთია დაფარული.
მოდელს 12-ინჩიანი ციფრული დისპლეი და ინსტრუმენტული პანელი აქვს.
ფერთა მდიდარი პალიტრა

ექსტერიერი 9 ფერის ვარიაციითაა შემოთავაზებული, მათ შორისაა Grabber Blue და Cyber Orange, რომლებიც შავ კონვერტირებად სახურავთან დახვეწილ კონტრასტს ქმნიან.
“მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ფურცელი”

Mustang California Edition-ი 5.0-ლიტრიანი V8 ძრავით იქნება შემოთავაზებული, ის 443 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.
ავტომობილს 0-დან 100-კმ/სთ-მდე ასაჩქარებლად 4.5 წამი დასჭირდება. ყველა მოდელი 10 სიჩქარიანი ავტომატური ტრანსმისიითაა აღჭურვილი.
„California Special მუსტანგის მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ნაწილი და სიმბოლოა.“ -მათიას ტონი Ford Mustang-ის პროგრამის მთავარი ინჟინერი.
რაც შეეხება ავტომობილის ღირებულებას, მისი ფასი, დაახლოებით, 67,290 დოლარი იქნება.