დეტროიტის ბრენდის მეორე ელექტრომობილის Celestiq-ის წარმოება, შესაძლოა, მომავალ წელს დაიწყოს

Cadillac-მა გასული კვირის ბოლოს თავისი მომავალი “ექვსნიშნა” ელექტრო ფლაგმანი, Celestiq-ი წარადგინა.

ბრენდი ტექნიკურ დეტალებს ჯერ არ გვიზიარებს, მაგრამ რაც აქამდე ვიხილეთ, ნამდვილად შთამბეჭდავია.

ბატარეაზე მომუშავე სედანი, ტექნიკურად კონცეფციაა, მაგრამ ავტომწარმოებლის თქმით ის საწარმოო ვერსიასთან საკმაოდ ახლოსაა, აღსანიშნავია, რომ ის GM-ის გლობალურ ტექნიკურ ცენტრში დამზადდება.

სედანის დიზაინი ომამდელი ეპოქის V-16 ძრავით მომუშავე ავტოსატრანსპორტო საშუალებებით და ხელნაკეთი, 1957 წლის Eldorado Brougham-ითაა შთაგონებული.

Cadillac Celestiq

გამორჩეული დეტალი მისი სახურავის ხაზია, რომელიც უკანა ლუქამდე გრძელდება და მანქანას უფრო დრამატულ, ე.წ fastback იერს აძლევს.

ახალ ელექტრო სედანს ქროსოვერ Lyriq-ის მსგავსი რამდენიმე ელემენტი აქვს. მათ შორისაა განათებული ცხაური და გამოძერწილი ფორმა, თუმცა ის ბრენდის სადებიუტო ელექტრომობილზე გაცილებით გლუვი და ელეგანტურია.

Celestiq-ის ოთხადგილიანი სალონი რეტროფუტურისტულ კოსმოსურ ხომალდს ჰგავს. უკანა მხარეს თითოეულ მგზავრს საკუთარი სენსორული ეკრანი აქვს.

„ჩვენ ფუნქციის სილამაზე ფორმის სილამაზესთან გავაერთიანეთ“- ლეტიცია ლოპესი, Cadillac Color-ისა და Trim-ის კრეატიული დიზაინერი.

სედანის წარდგენაზე მისი ძრავის შესახებ რაიმე დეტალი არ გამჟღავნებულა, თუმცა ცნობილია, რომ ავტომობილი GM-ის Ultium ბატარეის ტექნოლოგიით იკვებება.

Cadillac-მა ასევე დაადასტურა, რომ EV-ს მძღოლის დამხმარე უახლესი სისტემა Ultra Cruise ექნება.

გარდა ამ დეტალებისა საინტერესოა როდის გამოვა Cadillac-ის ფლაგმანი და რა ეღირება. გასულ თვეში EV-ის პირველი თიზერული სურათების გამოშვების შემდეგ The Wall Street Journal-მა აღნიშნა, რომ სედანის წარმოება მომავალი წლის ბოლოს დაიწყება და მისი ფასი, სავარაუდოდ, 300,000 დოლარი იქნება.

კადილაკის ახალი ფლაგმანი Rolls-Royce-ისა და Bentley-ის ავტომობილებს გაუწევს კონკურენციას.

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!

CADILLAC CELESTIQ

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]