Cadillac-მა თავისი ყველაზე მძლავრი ჯიპი, 682 ცხენის ძალის მქონე Escalade-V წარადგინა, დიდი ზომის ჯიპის გაყიდვა ზაფხულის ბოლოს დაიწყება

Cadillac-მა ახალი Escalade-V საზოგადოებას პირველად იანვარში წარუდგინა. ახლა კი ბრენდი ინდუსტრიის ყველაზე ძლიერ სრული ზომის ჯიპს, როგორც მას თავად უწოდებს, უფრო დეტალურად გვაცნობს.

დეფინიცია “V” აღნიშნავს, რომ ჯიპი Cadillac-ის V-სერიის ნაწილია. ამ სერიის მოდელების წარმოება 2004 წლიდან დაიწყო. V-სერიის სხვა წევრების მსგავსად ახალი Escalade-ც საზოგადოებას შთამბეჭდავ სიმძლავრეს, სისწრაფესა და ფუფუნებას ჰპირდება.

ძრავის განყოფილების ქვეშ ახალ წევრს Cadillac-ის CT5-V Blackwing-ის მსგავსად 6.2-ლიტრიანი V-8 აქვს, თუმცა, მისი კომპრესორი წინამორბედთან შედარებით უფრო დიდი ზომისაა.

შედეგად, all-wheel-drive სისტემის მქონე ჯიპი 682 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, მისი ბრუნვის მომენტი კი 885 ნიუტონ მეტრს უტოლდება.

ზემოაღნიშნული სედანის შემთხვევაში ძრავი 668 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, ხოლო ბრუნვის მომენტი 893 ნიუტონ მეტრს აღწევს.

ეს მაჩვენებლები Escalade-V-ს Cadillac-ის ყველაზე ძლიერ წარმოების მანქანად აქცევს. (შედარებისთვის, Porsche Cayenne Turbo S E-Hybrid 671 ცხენის ძალას, ხოლო Lamborghini Urus 650 ცხენის ძალას გამოიმუშავებს)

ავტომწარმოებლის თქმით Escalade-V 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას 4,4 წამზე ნაკლებ დროს ანდომებს.

ეს გასაოცარი „წისქვილი“ 10 სიჩქარიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფთანაა შერწყმული. საბოლოო „პროდუქტი“ კი 4 გამონაბოლქვი მილიდან გამოიდევნება.

ჯიპის ექსტერიერი

ჯიპი ბრემბოს მუხრუჭებითაა აღჭურვილი. ისინი ეფექტურ დამუხრუჭებას და შესაბამისად, მშვიდ და კომფორტულ მგზავრობას უზრუნველყოფენ.

ექსტერიერის თვალსაზრისით კადილაკს არჩეული კურსიდან, ფაქტობრივად, არ გადაუხვევია. V-ს სპეციფიკურ დეტალებს, წინა და უკანა ფასციებს, 22-ინჩიან დისკებს და სპეციალური მოდელის ემბლემებს თუ არ ჩავთვლით.

ინტერიერი

ინტერიერი პლატინის დეტალებითაა წარმოდგენილი, დეკორად კი ხის ზოლიანი ჩანართები აქვს.

სამივე რიგის სავარძლები ტყავითაა გაფორმებული. წინა სავარძლებს მასაჟის და გათბობა-გაგრილების უპირატესობა გააჩინა.

რა თქმა უნდა, ახალი Escalade-V მძღოლის დამხმარე უახლესი ტექნოლოგიით და სხვა ტექნიკური, აუდიო თუ ინფო-გასართობი უპირატესობითაა აღჭურვილი.

ავტომწარმოებლის თქმით 2023 Escalade-V „გაყიდვაში“ ამ ზაფხულის ბოლოს ჩაეშვება, მისი ღირებულება 149,990 დოლარიდან დაიწყება.

„ძალა-წონის თანაფარდობით და მართვის მოწინავე ტექნოლოგიებით Escalade-V თავის კლასში საუკეთესოა. ის მომხმარებლებს მიმზიდველ და ენერგიულ მართვის გამოცდილებას სთავაზობს.“ Jaclyn McQuaid. GM-ის სრული ზომის სატვირთო მანქანების მთავარი ინჟინერი.

Escalade-V

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!


წინა სტატიაAston Martin DBX707-ის წარმოება დაიწყო
შემდეგი სტატიაMercedes-Benz 300 SLR-მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული მანქანა