2023 წლის Cadillac Lyriq- შექმნილია იმისთვის, რომ იზრუნოს თქვენს კომფორტზე და დაამკვიდროს მაღალი სტანდარტი საავტომობილო ინდუსტრიაში

Cadillac-ის 2023 წლის მოდელი Lyriq-ი მძღოლებს სთავაზობს სუპერ კრუიზს-„მძღოლის დამხმარის“ ტექნოლოგიას თავსებადი გზებისთვის.

გეტყვით, რომ Super Cruise არის პირველი, ნამდვილი, “ხელის გარეშე მართვის” უნარი, თავსებადი გზებისთვის.  

სუპერ კრუზი იყენებს მოწინავე ტექნოლოგიებს, რათა უზრუნველყოს ავტომობილის ხელით მართვის სიმარტივე და მოხერხებულობა, თუნდაც ბილიკების შეცვლისას.

GM–ის Ultium ბატარეის პლატფორმაზე აგებულ ელექტრო მობილს, თავდაპირველად, 100 კვტ /სთ ბატარეის ნაკრები, უკანა წამყვანი ბორბლები და ერთი, 340 ცხენის ძალის სიმძლავრის ძრავი ექნება.

(ორმაგი ძრავის და ყველა წამყვანი ბორბლის ვარიაციის გამოშვება, ცოტა მოგვიანებით იგეგმება).

ოთხ-კარიანი, ხუთ-ადგილიანი fastback-ტიპის Lyriq-ი, ვიზუალურად, თითქმის, იდენტურია იმ კონცეპტუალური მანქანის, რომელიც კადილაკმა 2020-წელს წარუდგინა საზოგადოებას.

ავტომობილის ვიზუალიზაციისას გამოყენებულია დასხივების სამგანზომილებიანი ტექნიკა, რომელსაც სიღრმისა და დეტალების გამოსაკვეთად იყენებენ.

Lyriq
photo: robbreport

იქ, სადაც ბუნებრივი სამყაროს რიტმები, ფორმები და ფერები  თქვენს თავგადასავლებით აღსავსე სურვილებს გადაკვეთენ, თქვენ იპოვით Lyriq-ს.- ასე აფასებენ ავტომწარმოებელი კომპანიის წარმომადგენლები ახალ მოდელს.

სრული შუშის სახურავი დახვეწილიდ გადადის ვენტილირებადი სახურავის სპოილერისკენ. ავტომატიზირებული კარი კი ითვალისწინებს მომხმარებლების საჭიროებებს.

ცოცხალი განათება და მოწინავე LED ტექნოლოგია, ავტომობილში, სიმყუდროვეს ქმნის. სწორი სტრატეგიის წყალობით, Lyriq-ის შემქმნელებმა მიაღწიეს იდეალურ პროპორციებს.

22-ინჩიანი ბორბლების და მეტალის ფირფიტების “ჰარმონიული შერწყმა”

Lyriq
photo: robbreport

ავტომობილის თითოეული დეტალი სკულპტურული ნიმუშია. მას აქვს გიგანტური, 22-ინჩიანი, კუთხეებში მოყვანილი ბორბლები, დაბალი პროფილის საბურავები, რომლებიც მეტალის ფირფიტებს (ე.წ დისკებს) ჰარმონიულად ერწყმიან, როგორც სტრუქტურაში, ასევე დეტალებშიც.

კომფორტული, დიდი სივრცის სალონი, ვერტიკალურად განათებული წინა და უკანა ფარები- როგორც უკვე აღვნიშნეთ Lyriq-ი, Cadillac-ის წინა მოდელების კონცეფციითაა შთაგონებული.

კომფორტული და დახვეწილი სალონი

Lyriq
photo: robbreport

Lyriq-ის უნაკლო და ფუნქციონალური სალონი, დაჯდომისთანავე გიქმნით სიმყუდროვის და კომფორტის შეგრძნებას. ბუნებრივი ტექსტურა, ფერადი ნათება და ძვირფასი დეკორაციები სასურველ და უნიკალურ მგზავრად გაგრძნობინებთ თავს!

კადილაკის მთავარი ინჟინერი, ჯემი ბრაუერი ამბობს, რომ ავტომობილში განთავსებულია აკუსტიკური მასალა და ხმაურის შემცირების სისტემა, რომელთა მეშვეობითაც შემცირდება გზის მომაბეზრებელი ხმაური, რაც დამეთანხმებით, რომ ხშირ შემთხვევაში, დიდი დისკომფორტს გვიქმნის.

33-ინჩიანი LED სენსორული ეკრანი

Lyriq
photo: robbreport

სალონის წინა ნაწილში, ცენტრში განთავსებულია 33-ინჩიანი ლედ სენსორული ეკრანი. მანქანას, ასევე, აქვს ერთი დისპლეი, რომელიც უზრუნველყოფს ხილვადობას ყველა ფუნქციისთვის.

რაც შეეხება Cadillac Lyriq-ის ფასს- საწყისი ფასი, დაახლოებით 60,000 აშშ დოლარი იქნება.

თუ შენ ეძებ პრაქტიკულ და ამავე დროს ელეგანტურ ელექტრო მობილს, მაშინ, კადილაკის ეს მოდელი- საუკეთესოა.

Lyriq

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!


წინა სტატია2021 წლის Top-5 საუკეთესო “ჰიპერ მანქანა”
შემდეგი სტატიაილონ მასკი, SpaceX-ის თანამშრომლებისთვის გვირაბის გაყვანას გეგმავს