Cadillac-ის ნაცრისფერი მომავალი, ანუ კომპანიის ლოგო-მონოქრომული ელფერით

დრო და დრო, სხვადასხვა ბრენდები თუ ავტომწარმოებლები თავიანთ ლოგოებს ცვლიან- ტრანსფორმაცია შეიძლება მოხდეს დეკადურად, საუკუნეში ერთხელ, ან თუნდაც მენეჯმენტის ცვლილების დროს.

მონოქრომული ცვლილება

Cadillac
კომპანიამ ლოგო ბოლოს 2014 წელს შეცვალა

ძვირადღირებული ავტომობილების ბრენდი Cadillac-ი თავის ცნობილ: ლურჯ-წითელ-ყვითელ დიზაინს შავ-თეთრის გრადაციით ცვლის. ინფორმაცია და თავად ლოგო უშუალოდ კომპანიის ვებ.გვერდზე და მედია არხებზე უკვე გამოჩნდა.

ჩანაცვლებულ ემბლემას იხილავთ ახალ მოდელელებზე და ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს ცვლილება უკავშირდება ავტომწარმოებლის ელექტრულ მომავალს. „ცვლილება ცვლილებისთვის“.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბრენდის გულშემატკივრებში, ამ ფაქტმა, არაერთგვაროვანი შეფასება გამოიწვია. დიდი ნაწილი უკმაყოფილოა, ზოგი კი საკუთარ Twitter-ზე დადებით შეფასებებს წერს.

სადა, დახვეწილი და გემოვნებიანი

Cadillac
სიბნელეში ემბლემის ნათება ცხაურის და ფარების LED ნათებას კომპოზიციურად ერწყმის

ახალი ფუტურისტული, მონოქრომული ლოგო ნამდვილად ეფექტურად გამოიყურება Lyriq-ის მოდელზე.

ერთი შეხედვით ეს მარტივი/მინიმალისტური დიზაინი, საკმაოდ ელეგანტური და დახვეწილია. სიბნელეში მისი ნათება ცხაურის და ფარების LED ნათებას კომპოზიციურად ერწყმის და დამეთანხმებით, მათი ტანდემი, საკმაოდ ეფექტურია.

ემბლემების ევოლუცია 1902-დან 2014-მდე

Cadillac-ი საუკუნეს ითვლის, საინტერესოა ავტომწარმოებლის ემბლემების ტრანსფორმაცია წლებთან ერთად და მოდი, თვალი გადავავლოთ 100-წლოვან ცვლილებებს ბრენდის ისტორიაში.

Cadillac
საუკუნოვანი ტრანსფორმაცია

ემბლემებმა 1902-დან 2014-მდე ცხადია, გარკვეული ცვლილებები განიცადეს.

2021 წლის განახლება, რა თქმა უნდა, განსხვავებულია, თუმცა, მონოქრომულ ვერსიაზე დაბრუნება წარსულის ფესვებთან მჭიდრო კავშირს, და მომავლისკენ მტკიცედ აღებულ გეზს უსვამს ხაზს.

მიუხედავად იმისა, რომ მომხმარებლებს/თაყვანისმცემლებს გარკვეული დრო დასჭირდებათ ამ ცვლილებებთან შესაგუებლად, უნდა ითქვას რომ ეს ცვლილება კარგად გააზრებული ნაბიჯია, რომელიც, ბრენდის ისტორიაში, უთუოდ წარმატებულ მოვლენად აღიბეჭდება.

Cadillac

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!


წინა სტატიაWinnebago-მ მცირე ზომის, სალაშქრო, მისაბმელი ფურგონი Hike 100 წარადგინა
შემდეგი სტატიაპატრულირება “ჰიპერქარებით”