Cadillac InnerSpace- ფართო ფანჯრებიდან და დიდი ციფრული ეკრანებიდან დანახული სამყარო ორი ადამიანისთვის

General Motors-მა თავის ვირტუალურ პრესკონფერენციაზე CES 2022-თან დაკავშირებით საკმაოდ  ბევრი რამ თქვა.

მთავარი მოვლენა, მაინც 2024 წლის Chevrolet Silverado EV-ის გამოვლენა იყო, თუმცა ტექნოლოგიური თვალსაზრისით Cadillac-მა საკმაოდ თვალისმომჭრელი კონცეფცია სახელად InnerSpace წარადგინა.

“კოსმოსური” ფლოტი

სახელი ნაცნობი და „ახლობელია“, კადილაკს „კოსმოსური“ კონცეფციების საკმაოდ დიდი ფლოტი ჰყავს.

ყველაფერი კი გასულ წელს, სწორედ CES-ზე დაიწყო, ავტომწარმოებელმა PersonalSpace და SocialSpace წარადგინა.

სახელწოდებიდან გამომდინარე კონცეფცია მიგვანიშნებს რომ ის მშვიდ და იდუმალ გარემოს/ატმოსფეროს გვთავაზობს. მდიდრული სალონი ორი ადამიანისთვისაა განკუთვნილი, სივრცე საკმაოდ დიდია.

ავტომობილი სრულიად ავტონომიურია, შესაბამისად მგზავრებს გარემოს ბოლომდე შეცნობის საშუალებას აძლევს.

Gallery: Cadillac InnerSpace Concept

დიდი პანორამული LED დისპლეი მგზავრებს მანქანის ფუნქციებთან დაკავშირების საშუალებას აძლევს.

სისტემა  გვთავაზობს ყველაფერს- გაფართოებული რეალობიდან დაწყებული, გართობით დამთავრებული, ანუ ყველაფერ იმას, რასაც ჩვენ ფილმების ყურების ან ვიდეო თამაშების მეშვეობით ვიღებთ.

კადილაკი აღნიშნავს, რომ ავტომობილი სტრესული სამუშაო დღის  შემდეგ განტვირთვას და დასვენებას უზრუნველყოფს. ფართო ფანჯრები გარესამყაროსთან კავშირს და მის უკეთ შეცნობის საშუალებას იძლევა.

ავტომობილი დაბალი და გრძელია, მას სპორტული ავტომობილის მსგავსი პოზიცია აქვს. უნიკალური ბატარეის პაკეტი Cadillac-ის თქმით საშუალებას იძლევა, რომ InnerSpace-ის ინტერიერი უფრო გაშლილი და ღია იყოს, შესაბამისად ის დასვენებისთვის მეტ სივრცეს გვთავაზობს.

„ელექტრიფიკაცია და ავტონომიური მართვა მანქანების როლს და მომხმარებელთა გამოცდილებას, მათთან მიმართებით,  ფუნდამენტურად შეცვლის “- ბრაიან ნესბიტი GM-ის აღმასრულებელი დირექტორი.

იმის გათვალისწინებით, რომ რომ InnerSpace აბსტრაქტული კონცეფციაა, მის წარმოებას, ახლო მომავალში, დიდი ალბათობით, ვერ ვიხილავთ, თუმცა, მის დიზაინს, ფუნქციებს და ტექნოლოგიურ ასპექტებს სამომავლოდ, სხვადასხვა წარმოებებში, აუცილებლად შევხვდებით.

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!

Cadillac InnerSpace

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]