Bugatti იმ მეცნიერულ „საიდუმლოს“ გვიმხელს, რომელიც Chiron Super Sport-ის სიჩქარის მიღმა იმალება, ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე(304 mph) 489 კმ/სთ-ის ტოლია

Chiron Super Sport-ის შექნა, ავტომობილის, რომლის მაქსიმალური სიჩქარე 489 კმ/სთ-ია, მარტივი არ იქნებოდა.

საბაზისო შირონი პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე „ქმედუნარიანი“ მანქანაა, თუმცა, ავტომწარმოებელს უამრავი დეტალის გადამუშავება/განახლება დასჭირდა იმისთვის, რომ ამ რეკორდული სიჩქარისთვის მიეღწია.

იმის ასახსნელად, თუ რა სამუშაოები ჩატარდა ავტომობილის დიზაინის მისაღებად და ამ შთამბეჭდავი სიჩქარის მისაღწევად, ბუგატიმ თვალსაჩინოებისთვის შეცვლილი და ახალი კომპონენტების სია შეადგინა:

შეცვლილი დეტალები

Chiron Super Sport
ახლა ოთხივე ტურბო 74-დან 77 მილიმეტრამდე გაზრდილ კომპრესორის ბორბალს იყენებს. ტურბინის ბორბალი 64,4-დან 67,2 მილიმეტრამდე გაიზარდა

ჩამონათვალი გვიჩვენებს თუ რა ღონისძიებების ჩატარება მოუწია ავტომწარმოებელს იმისთვის რომ შირონ Super Sport-ს რეკორდული მაჩვენებელი დაეფიქსირებინა.

სტანდარტული Chiron-დან Chiron Super Sport-მდე ნახტომი თითქმის ისეთივე დიდია, როგორიც 11-წლიანი უფსკრული Veyron-დან Chiron-მდე.

Bugatti-მ Super Sport -ის აეროს დახვეწაზე დიდი დრო დახარჯა.

დახვეწილი და შეცვლილი აერო

ფრენკ ჰეილი, Bugatti-ის დიზაინის დირექტორის მოადგილე აღნიშნავს, რომ ჰაერის სწორი, სრულყოფილი და თანმიმდევრული მიწოდება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია იმისთვის, რომ ავტომობილმა გამართულად იმუშაოს.

შეცვლილი უკანა ნაწილი

Chiron Super Sport
Super Spor-ის უკანა ნაწილი 25,0 სანტიმეტრით გრძელია ვიდრე ჩვეულებრივი Chiron, ეს ცვლილება ავტომობილის სტაბილურობას ზრდის.

როდესაც წინა აერო შეიცვალა, ბუგატიმ ყურადღება მანქანის უკანა ნაწილზე გადაიტანა. Super Spor-ის უკანა ნაწილი სტანდარტულ Chiron-ზე 25,0 სანტიმეტრით გრძელია. ეს ცვლილება ავტომობილის სტაბილურობას ზრდის.

სტაბილურობა და წონასწორობა მაშინ, როდესაც ზოგიერთ თვითმფრინავზე სწრაფ ავტომობილს მართავთ, დამეთანხმებით, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

გაუმჯობესებული მახასიათებლები

Chiron Super Sport
ცვლილების შედეგად ვიღებთ 1587 ცხენის ძალას და 1600 ნიუტონ/მეტრ ბრუნვის მომენტს

ძრავი ახლა უფრო დიდ და უფრო ეფექტურ, ტურბოკომპრესორთან კომბინირებულ 3-D პრინტირებულ ტიტანის გამონაბოლქვს იყენებს. შედეგად ვიღებთ 1587 ცხენის ძალას და 1600 ნიუტონ/მეტრ ბრუნვის მომენტს.

Bugatti-ის თანახმად უფრო მაღალი ეფექტურობის უზრუნველსაყოფად ახლა ოთხივე ტურბო 74-დან 77 მილიმეტრამდე გაზრდილ კომპრესორის ბორბალს იყენებს. ტურბინის ბორბალი 64,4-დან 67,2 მილიმეტრამდე გაიზარდა. (იხ. პირველი სურათი)

Chiron Super Sport ინჟინერიის საოცრებაა. მაქსიმალური სიჩქარე(489 კმ/სთ), რომელსაც ავტომობილმა მიაღწია არის ის მაჩვენებელი, რომელსაც ჩვენ ჰიპერქარებისგან ველით. ახლა მთავარი კითხვაა – კიდევ რას უნდა ველოდოთ ბუგატისგან?

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!

Chiron Super Sport

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]