ჰიპერმანქანების მწარმოებელი ფირმა Bugatti აშშ-ში დაფუძნებულ „სკუტერების“ სპეციალისტებთან თანამშრომლობს

Bugatti, რომელიც ცნობილია, როგორც- სიჩქარის ბარიერების დამრღვევი და ფიზიკის კანონების უარმყოფელი, 489 კმ/სთ-იანი Chiron Super Sport 300+ ის შემქმნელ/შემოქმედი, თავის პირველ ელექტრო მოდელად 28 კმ/სთ სიჩქარიან ელექტრო თვითგორიას წარმოგვიდგენს.

“ბუგატრიმაკული” ქრონიკებიდან…

Bugatti-ს ელექტრული ნაბიჯები- პირველი მოდელი 28 კმ/სთ სიჩქარის ელექტრო თვითგორიაა
გაერთიანება ნიუ-იორკში დაფუძნებულ ელექტრო თვითგორიების/სკუტერების ფირმას Bytech International-თან თანამშრომლობს.

პროდუქტი ბუგატ-რიმაკული ტანდემის შედეგია, (მოგეხსენებათ ფრანგული ფირმა Bugatti, ხორვატიულ ელექტრო ჰიპერმანქანების მწარმოებელ ფირმა Rimac-თან თანამშრომლობს).

გაერთიანება ნიუ-იორკში დაფუძნებულ ელექტრო თვითგორიების/სკუტერების ფირმას Bytech International-თან თანამშრომლობს. სკუტერი Bytech-ის მიერ შეიქმნა, თუმცა მას ღვთაებრივობას ბუგატის „ჰიპერქარული“ დეტალების კომპოზიციური შერწყმა მატებს.

სიჩქარის 3 პარამეტრი:

Bugatti-ს ელექტრული ნაბიჯები- პირველი მოდელი 28 კმ/სთ სიჩქარის ელექტრო თვითგორიაა
ეკონომიური (14 კმ/სთ); ქალაქი (20 კმ/სთ) და სპორტი (28 კმ/სთ)

Bugatti-ს თვითგორიას სიჩქარის სამი პარამეტრი აქვს- ეკონომი(14 კმ/სთ); ქალაქი (20 კმ/სთ) და სპორტი (28 კმ/სთ). სკუტერი 0,36 კვტ/სთ-იანი ბატარეით იკვებება, მისი დიაპაზონი კი 35 კმ-ის ტოლია.

ბატარეის დამუხტვა შესაძლებელია, როგორც სკუტერთან ერთად, ასევე ცალკე მოხსნილ მდგომარეობაშიც. სრულ დამუხტვას, დაახლოებით 4 საათი სჭირდება (აშშ-ს მონაცემებით).

სკუტერის ჩარჩო მაგნიუმის შენადნობისგანაა დამზადებული, ის 16 კგ-ს იწონის. თვითგორია იკეცება, შესაბამისად მისი ტარება საკმაოდ მოსახერხებელია.

ფრანგული ესთეტიკა და ამერიკული ხარისხი…

Bugatti-ს ელექტრული ნაბიჯები- პირველი მოდელი 28 კმ/სთ სიჩქარის ელექტრო თვითგორიაა
სკუტერი 22-სმ იან საბურავებს ეყრდნობა და მას 119კგ-მდე ტვირთის გადატანა შეუძლია

თვითგორიას აქვს დისპლეი, სადაც სიჩქარე, რეჟიმი და დამუხტვის დონეა განთავსებული. დისპლეი ფარებსაც აკონტროლებს. სკუტერი 22-სმ იან საბურავებს ეყრდნობა და მას 119კგ-მდე ტვირთის გადატანა შეუძლია.

Bugatti-მ და Bytech-მა თვითგორია დიზაინის უამრავი დეტალით მომადლეს- მობრუნების მაშუქები, “EB” ემბლემის პროექციის ლოგო და უკანა E-ABS დაბლოკვის საწინააღმდეგო მუხრუჭები.

ამჟამად Bugatti-ს თვითგორია მხოლოდ აშშ-ს ბაზარზეა გათვლილი. ფირმა ფასს ჯერ არ ასახელებს. შეგახსენებთ რომ ბუგატი და რიმაკი თავიანთ პირველ ელექტრომობილზე მუშაობენ და მას, სავარაუდოდ, მომდევნო წლებში ვიხილავთ.

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!

Bugatti

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]