Bugatti-მ Bolide-ით შთაგონებული EB.03 Edition-ი, ნახშირბადბოჭკოვანი ბოთლის მქონე შამპანური გამოავლინა

Bugatti-მ ახლახან Champagne Carbon-თან თანამშრომლობის პროდუქტი, Bolide-ით ინსპირირებული, არასატრანსპორტო ძვირადღირებული საქონლის ხაზის შამპანური, EB.03 Edition-ი გამოავლინა.

ეს ამ ორი კომპანიის უკვე მესამე თანამრომლობაა.

თანამშრომლობის პროდუქტები

მუქი ლურჯი EB.01 Editio-ი Bugatti-ს 110 წლის იუბილეს ეხმიანებოდა, EB.02 Edition-ი Chiron Super Sport 300+-ით იყო შთაგონებული, შამპანურის ბოთლი თემატურად შავ-ნარინჯისფერ ტონალობაში იყო წარმოდგენილი.

ახლა კი ახალი პროდუქტი EB.03 Edition-ი Bolide-ის მსგავსად ღია ლურჯ ტონალობაშია.

ნახშირბადბოჭკოვანი დეტალის გარდა ბოთლზე ავტომობილისთვის დამახასიათებელი X ფორმის ფარები და ცენტრში სუპერქარის სახელწოდებაა გრავირებული.

რა იმალება სიღრმეში?

ბოთლში 2013 წლის ვინტაჟური Blanc de Blancs ასხია, რომელიც, როგორც ამბობენ :

„2013 წლის ცივი და სველი ზამთრის შედეგია, რომელსაც გრილი გაზაფხული და ყურძნის გვიანი მოსავალი მოჰყვა“.

რაც შეეხება გემოს, აღწერის თანახმად ღვინო ახალი და ინტენსიურია, მას კარგი მჟავიანობა და დაძველების შესანიშნავი პონტენციალი აქვს.

უფრო დეტალურად, Champagne Carbon-ის აღმასრულებელი დირექტორი ალექსანდრე მეა ღვინოს ასე ახასიათებს:

„2013 წლის ამ ვინტაჟს თავდაპირველად ციტრუსის საწყისი სურნელი და გაზაფხულის ყვავილების არომატი მოაქვს, შემდეგ მზარდი ინტენსივობის ყვითელი ციტრუსები და სურნელოვანი ბალახები მოჰყვება. გემოზე კრემისებრი, ხავერდოვანი ტექსტურისაა“.

მთლიან პროექტთან დაკავშირებით, Bugatti International-ის მმართველმა დირექტორმა Wiebke Ståhl-მა აღნიშნა, რომ BugattiBolide როგორც დიზაინის, ასევე საინჟინრო თვალსაზრისით ავტომწარმოებლის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და განსაკუთრებული ქმნილებაა.

მან აღნიშნა, რომ Champagne Carbon-თან თანამშრომლობით მეღვინეობის ინდუსტრიაში ისეთივე შთამბეჭდავი და განსაკუთრებული პროდუქტი შეიქმნება, როგორიც Bolide-ია საავტომობილო ინდუსტრიაში- ლამაზი, იშვიათი და მღელვარე.

შამპანურ Carbon EB.03 Edition-ის ფასზე და ხელმისაწვდომობაზე არაფერია ნათქვამი, თუმცა, უნდა ვივარაუდოთ, რომ ბუგატის პროდუქტი არც იაფი იქნება და არც მარტივად ხელმისაწვდომი.

Bugatti Bolide-ით შთაგონებული

Bugatti Bolide

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!


წინა სტატიამზის ენერგიაზე მომუშავე ძვირადღირებული სამოგზაურო ფურგონი წყალს ჰაერიდან გამოიმუშავებს
შემდეგი სტატიაHonda 2023 წლის Civic Type R-ს 20 ივლისს წარადგენს