მთავარი სიახლეები BUGATTI Bugatti Bolide-მ წლის ყველაზე ლამაზი ჰიპერ მანქანის ტიტული მიიღო

Bugatti Bolide-მ წლის ყველაზე ლამაზი ჰიპერ მანქანის ტიტული მიიღო

108

And the Oscar goes to- ბუგატი Bolide- წლის ყველაზე ლამაზი ჰიპერმანქანა

Bugatti Bolide, პარიზში Automobile International-ის  36-ე ფესტივალზე, ჟიურის მიერ დასახელდა, როგორც წლის ყველაზე ლამაზი ჰიპერქარი.

ოთხ ფინალისტს შორის, ბუგატის შეზღუდულმა გამოცემამ ჰიპერქარის კატეგორიაში “მნიშვნელოვანი უპირატესობით” გაიმარჯვა.

მიუხედავად იმისა, რომ ჰიპერქარის კატეგორიის დანარჩენი სამი კანდიდატი არ დასახელებულა, წესების მიხედვით ისინი სერიული წარმოების მოდელები უნდა იყვნენ, მათი ღირებულება 60,000 ევროზე მეტი უნდა იყოს, მათ სპორტული დიზაინი და განსაკუთრებული მახასიათებლები უნდა ჰქონდეთ.

2021 წლის ყველაზე ლამაზი ჰიპერქარი

Bugatti Bolide-მ წლის ყველაზე ლამაზი ჰიპერ მანქანის ტიტული მიიღო

ბოლაიდი, დიდი ალბათობით, კონკურსის ყველაზე ძვირადღირებული მოდელი იყო. ის ბუგატის ჰიპერქარების რიგებში ყველაზე ექსტრემალური მოდელია. დაბალი კორპუსის მქონე ჰიპერ მანქანა მრავალრიცხოვანი საჰაერო სადინარებით გამოირჩევა.

უნიკალური დიზაინი

მას X ფორმის LED ფარები და უკანა სამუხრუჭეები აქვს. ექსტრაორდინალური სახურავი, უზარმაზარი დიფუზორი, სარბოლო უკანა ფრთა, და ოთხკუთხა გამონაბოლქვი Bolide-ს განსაკუთრებულ იერს სძენს.

Bugatti- ს დიზაინის დირექტორის,  აჩიმ ანშაიდტის თქმით Bolide, დიზაინერებისთვის, სრულიად ახალი გამოწვევა იყო.

„ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ჩვენი გუნდის მიერ შექმნილმა დიზაინმა ასეთი ნანატრი ჯილდო მოიპოვა. Bolide ხმა მისცეს ჩვენი დარგის საუკეთესო ექსპერტებმა. მადლობა მინდა გადავუხადო დიზაინის მთელ გუნდს, თითოეულმა მათგანმა დიდი წვლილი შეიტანა დიზაინის ყველა ასპექტის ჰარმონიზაციასა და სრულყოფაში.“- აჩიმ აინშაიდტი

Achim Anscheidt- ბუგატის დიზაინის დირექტორი

Bugatti Bolide-მ წლის ყველაზე ლამაზი ჰიპერ მანქანის ტიტული მიიღო

Bolide პირველად 2020 წლის ოქტომბერში გამოჩნდა ერთჯერადი კონცეფციის მანქანის სახით.

მომხმარებლების უზარმაზარი გამოხმაურების წყალობით, 2021 წლის აგვისტოში ბუგატიმ ჰიპერქარის საწარმოო ვერსია წარადგინა, ის 40 ეგზემპლარად გამოვა.

კონცეფციას ოთხმაგი ტურბო, 8.0-ლიტრიანი W16 ძრავა ჰქონდა, რომელიც გასაოცარ 1,824 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. წარმოების ვერსია კი უფრო გონივრულ, მაგრამ მაინც შთამბეჭდავ 1,578 ცხენის ძალას იძლევა.

Bugatti Bolide– ის გამოშვება 2024 წლისთვისაა დაგეგმილი. თითოეულის ფასი ფასი 4 მილიონი ევროა (4.7 მილიონი აშშ დოლარი).

Gallery: Bugatti Bolide

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!

Bolide

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]