Bugatti-ის ახალი სუპერმანქანის, Mistral-ის ფოტოსურათები და ვიდეო გამოჩნდა, შირონზე დაფუძნებული მოდელის მაქსიმალური სიჩქარე 420 კმ/სთ-ს გაუტოლდება
გახსოვთ აგვისტოში Bugatti-მ Monterey Car Week-ის ფარგლებში თავისი ახალი, ულტრა ექსკლუზიური Mistral-ი რომ წარადგინა? პრინციპში, მას შემდეგ ავტომწარმოებელი დიდის ხნის მანძილზე დუმდა და ახლა, Chiron-ზე დაფუძნებული როდსტერი გამოცემების სათაურებს კვლავ იპყრობს.
იმის გარდა, რომ მისტრალი ბუგატის მორიგი საოცრებაა, მის მიმართ ინტერესს ისიც ამძაფრებს, რომ ავტომობილი W16 ჯიშის ბოლო შედევრია.
ისევე, როგორც სხვა ოთხი-ტურბო, 8.0-ლიტრიანი მონსტრები, ახალი მოდელიც წარმოუდგენელ შესაძლებლობებს გვთავაზობს.
მიუხედავად იმისა, რომ Veyron 16.4 Grand Sport Vitesse-მა 2013 წელს 408 კმ/სთ-ს მიაღწია, ავტომწარმოებელი დარწმუნებულია, რომ Mistral-ი ამ შედეგს კიდევ უფრო გააუმჯობესებს.
ემილიო სკერვო, Bugatti Rimac-ის ტექნოლოგიის მთავარი ოფიცერი, ამბობს, რომ ახალი როდსტერი შთამბეჭდავი, 420 კმ/სთ-იანი სიჩქარის მისაღწევადაა შექმნილი.
Mistral-ის დიზაინის ენა იმეორებს, როგორც შირონის, ანუ მისი დნმ-ის განუყოფელი ნაწილის, ასევე Centodieci-ს და Divo-ს სპეციფიკასაც.
ახალი მოდელის დიზაინი, რომელსაც “ძლიერი ქარი” ეწოდა, Bugatti-ის ერთ-ერთი უდიდესი როდსტერით, 1934 წლის Type 57 Roadster Grand Raid-ით იყო შთაგონებული.
მისი გავლენა ნათლად ჩანს საქარე მინაზე. ჰიპერქარის უნიკალურ დიზაინს A-სვეტის და საქარე მინის შერწყმა განაპირობებს.
ავტომობილი თავისი ვიზუალით თანამედროვე ეპოქის პირველ ღიასახურავიან ბუგატს, Veyron roadster-საც ეხმიანება.
ფარების ვერტიკალური განლაგება ბუგატისთვის სიახლეა, ხოლო X- ფორმის უკანა განათება, Bolide-ზე წარმოდგენილი ფარების უფრო დახვეწილი ვერსიაა.
Mistral-ის დებიუტი თბილი შავის, ტრუფელის ყავისფერის და დახვეწილი ყვითელის ვარიაციით შედგა, თუმცა, ბუგატის სხვა მოდელების მსგავსად, მყიდველებს მრავალფეროვანი პალიტრიდან სასურველი ფერის არჩევის შესაძლებლობა ექნებათ.
როდსტერის ინტერიერი Chirons-ის დიზაინისგან რადიკალურად არ განსხვავდება. სალონი კვლავ მაღალი ხარისხის მასალითაა გაწყობილი.
განახლებები მოიცავს-კარის ნაქსოვ პანელებს და გადაცემათა კოლოფის გადამრთველში ქარვისფერ ჩანართებს.
მისტრალი 1577 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და მისი მხოლოდ 99 ეგზემპლარი შეიქმნება. წინასწარი ინფორმაციით მისი ფასი 5 მილიონ დოლარს გაუტოლდება.

















