Bugatti-მ პირველი, 1600 ცხენის ძალის მქონე Centodieci ჩააბარა, ის დღეისთვის მსოფლიოში ყველაზე შთამბეჭდავი გარეგნობის მანქანაა

Bugatti-მ EB110-ით ინსპირირებული ჰიპერქარის Centodieci-ს შესახებ ინფორმაცია ბრენდის 110 წლის იუბილეს აღსანიშნავად 2019 წელს გაასაჯაროვა.

ავტომწარმოებელს ჰიპერქარის შესაქმნელად 3 წელი და ათასობით კილომეტრიანი ტესტირება დასჭირდა თუმცა, ულტრაიშვიათი Bugatti Centodieci საბოლოოდ აქ არის.

Bugatt i Centodiec i და EB110

ფრანგული მარკის უახლესი მოდელის ეგზემპლარები მოლსემის ქარხნიდან ეტაპობრივად გამოვლენ. 10-დან ერთ-ერთი ჰიპერმანქანა თავის იღბლიან მფლობელს უკვე გადაეცა.

Centodieci ბუგატის ერთ-ერთი ყველაზე ექსკლუზიური მოდელია, როგორც უკვე აღვნიშნე საზოგადოებამ ჰიპერქარზე პირველად 2019 წელს, ავტომწარმოებლის 110 წლის იუბილეს აღსანიშვნის ფარგლებში შეიტყო.

ამჟამინდელი თაობის Chiron-ის ძვლებზე აგებულ ავტომობილს გასაოცარი კუთხოვანი კორპუსი აქვს, ფორმებით ის იტალიელი ბიზნესმენის რომანო არტიოლის ხელმძღვანელობის დროს შექმნილ EB110-ს ჰგავს.

ახალი ჰიპერმანქანა ოთხ ტურბოიანი, 4.0-ლიტრიანი W-16-ითაა აღჭურვილი. ის განსაცვიფრებელ, 1600 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

მიუხედავად იმისა, რომ სტანდარტულ გზებზე მაქსიმალური სიჩქარის მიღწევა ძნელი წარმოსადგენია, მანქანა 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას გასაგიჟებელ, 2,4 წამში მოახერხებს. ჰიპერქარის მაქსიმალური სიჩქარე 386 კმ/სთ-ია.

მთელი ეს სიჩქარე, ბუგატის სავიზიტო გარეგნობასთან ერთად ულტრა იშვიათ ჰიპერმანქანას ქმნის, რომელიც დაახლოებით 8,3 მილიონი დოლარად იყიდება.

პირველი Centodieci ლურჯი EB110 ულამაზესი ფერით და შავი დეტალებითაა გაფორმებული, ავტომობილს ექსტერიერის შესაფერისი ლურჯი ინტერიერი აქვს.

„ჩვენ ვამაყობთ, რომ Bugatti-ის უახლესი რამდენიმე გამოშვებული მოდელიდან პირველი უკვე დავასრულეთ და მფლობელს ჩავაბარეთ“. თქვა ავტომწარმოებლის პრეზიდენტმა, კრისტოფ პიოჩონმა განცხადებაში.“

Bugatti Centodieci

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!


წინა სტატიაFerrari-ის ჯიპის Purosangue-ს დებიუტი სექტემბერში შედგება
შემდეგი სტატიაToyota Land Cruiser-ით შთაგონებული EV კონცეფცია