Bugatti Chiron Super Sport-ს პირველ კლიენტებს მალე ჩააბარებენ, ერთ-ერთმა ვერსიამ ბუგატის Sur Mesure პერსონალიზაციის პროგრამის წყალობით, უნიკალური სტილი მოირგო

Bugatti-მ დააანონსა, რომ მომხმარებლებისთვის Chiron Super Sport-ის მიწოდებას იწყებს. ჰიპერქარი, რომელიც 2021 წლის ივნისში წარადგინეს, ფრანგული ავტომწარმოებლის მიერ შექმნილი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი მანქანაა.

შირონ Super Sport-ი ერთ-ერთი მფლობელისთვის ბუგატის Sur Mesure პერსონალიზაციის პროგრამის წყალობით, უნიკალური სტილით აღჭურვეს.

‘Vagues de Lumière’

Bugatti Chiron Super Sport-ის მიწოდება იწყება
ხელით მოხატული „ჩახლართული“ ნამუშევარი შირონ სუპერ სპორტის სხეულს სინათლის ანარეკლივით დაყვება.

შეკვეთით შექმნილ „კომპოზიციას“ ‘Vagues de Lumière’ ჰქვია. ის შირონის იდუმალი მფლობელის და Bugatti’s Sur Mesure გუნდის მჭიდრო თანამშრომლობით შეიქმნა.

ხელით მოხატული „ჩახლართული“ ნამუშევარი შირონ სუპერ სპორტის სხეულს სინათლის ანარეკლივით დაყვება.

ავტომწარმოებელმა თავის განცხადებაში ისიც აღნიშნა, რომ Chiron Super Sport-ის ყველა ერთეული უკვე დაჯავშნულია.

აღსანიშნავია, რომ შირონ სუპერ სპორტის წარმოება სულ 9 ერთეულით შემოიფარგლება, ეს ფაქტი მას კიდევ უფრო იშვიათად და უნიკალურად აქცევს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ Chiron Super Sport 300+ 30 ეგზემპლარად შეიქმნა.

ჩვეულებრივი Chiron-ისგან განსხვავებით სუპერ სპორტს სპეციალური, გადამუშავებული კორპუსი აქვს, რომელიც მაღალი სიჩქარის დროს ჰაერის ბარიერს კიდევ უფრო ამცირებს.

მისი ოთხმაგი ტურბო 8.0-ლიტრიანი ძრავი 1577 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, ბრუნვის მომენტი კი 1600 ნიუტონ მეტრს უტოლდება.

შირონ სუპერ სპორტი სტანდარტულ შირონზე 7%-ით უფრო სწრაფია. მას 0-დან 200 კმ/სთ-მდე ასაჩქარებლად 5,8 წამი სჭირდება. 300 კმ/სთ სიჩქარეს კი 12,1 წამში აღწევს.

ახლა კი ყველაზე მნიშვნელოვანი- გაინტერესებთ რა ღირს ბუგატი Chiron Super Sport-ი?

ზემოაღნიშნული მაგალითის ჩათვლით, ახალი სუპერ სპორტის ფასი 3,5 მილიონი დოლარია.

Gallery: Bugatti Chiron SuperSport

Bugatti Chiron Super Sport

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!


წინა სტატიაპეკინის/ბეიძინის ავტო შოუ გაურკვეველი დროით გადაიდო
შემდეგი სტატიაCaton-ახალი ბრიტანული ბრენდი რეტრო სტილის როდსტერის თიზერს აქვეყნებს