მათე რიმაკის თქმით Bugatti-ს ხელახალი აღზევების ხანა მალე დაიწყება, მისი თქმით ახალი პროდუქტი წარმოების პროცესშია

Business Insider-ის 2013 წლის ოქტომრბის ნომერში სტატიის სახით Wall Street-ის კვლევითი ფირმის Bernstein Research-ის მიერ ჩატარებული კვლევის ანალიზი გამოქვეყნდა.

სტატია Veyron-ის წარუმატებლობას ეხებოდა. ანალიზში სუპერმანქანის წარმოებით გამოწვეულ დანაკარგებზე იყო საუბარი.

მათი თქმით ფოლკსვაგენ ჯგუფმა თითო მანქანიდან, სავარაუდოდ, 6,24 მილიონი დოლარი დაკარგა. შეგახსენებთ, რომ 10 წლის განმავლობაში ვეირონის 450 ეგზემპლარი გაიყიდა.

Molsheim-ის ბრენდმა მოხსენება უარყო და “Bernstein Research-ის ციტირებული ციფრები არადამაჯერებლად ჩათვალა.

Bernstein Research-ის ანალიტიკოსებმა თავის მხრივ განმარტეს, რომ აღნიშნული რიცხვები მიახლოებითი იყო და მათ „ზედმეტად სერიოზულად“ არ უნდა მიეღოთ.

მიუხედავად ამ გაუგებრობისა ფაქტია, რომ კომპანიამ ვეირონით ვერანაირი მოგება ვერ ნახა. სამაგიეროდ ყველაფერი მისი მემკვიდრის, Chiron-ის გამოჩენის შემდეგ შეიცვალა.

Bugatti Chiron -Sur Mesure პროგრამის შედევრი

Mate Rimac-ის თქმით, ფრანგულმა კომპანიამ 500-ვე მანქანით დიდი მოგება მიიღო.

ახლად დაარსებული Bugatti Rimac-ის აღმასრულებელმა დირექტორმა Autocar-თან ინტერვიუში Chiron-ის წარმატებაზე და ბრენდის მომავალზე ისაუბრა.

“Chiron-ის შემდეგ სიცოცხლის გჯერათ”?

როდესაც Chiron-ის მიღმა, განსხვავებულ რეალობაზე და სამომავლო გეგმებზე მიდგა საქმე ფოლკსვაგენ ჯგუფი დილემის წინაშე აღმოჩნდა- ან მილიარდების ინვესტიცია უნდა ჩაედო ბუგატის ელექტრიფიკაციისთვის, ან ეს ზღაპრული ბრენდი უნდა „მოეკლა“.

მათე რიმაკი აღნიშნავს, რომ ამ რთულ დროს “ვიღაცას” Rimac-თან შერწყმის იდეა მოუვიდა და რატომაც არა! 34 წლის ბიზნესმენი ამ მოვლენას მომგებიანად მიიჩნევს.

„ეს მომხმარებელთა გამარჯვებაა, ჩვენ ახალი და საინტერესო პრუდუქტები გვაქვს, არ გავყვებით ძველ გზას, ჩვენ განვვითარდებით“.

ეს თანამშრომლების გამარჯვებაცაა! კომპანია გაფართოვდება და ორივე მხარის კორპორაციული პერსპექტივაც გაიზრდება.

VW-სთვის ეს “ტანდემი” ბუგატის შენარჩუნება და მისი მომავლის უზრუნველყოფაა, ხოლო Rimac-ისთვის ერთ-ერთი უძველესი და ყველაზე ცნობილი ბრენდის მართვა– დიდი პატივი.

მაგრამ რა ელის Bugatti-ს მომავალს? სრულიად ახალი შიდაწვისძრავიანი ელექტრიფიცირებული მოდელი უკვე დადასტურებულია. მისი გამოსვლა 2024 წლისთვის იგეგმება.

Mate Rimac-ის თქმით სრულიად საავტომობილო სამყარო და მათი გულშემატკივრები Chiron-ის ჩანაცვლებით სასიამოვნოდ გაოცებულები დარჩებიან.

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!

Bugatti

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]