Veyron-იც და Chiron-იც Bugatti-ის ჰიპერქარების რიგებში საპატიო ადგილს იკავებენ, განსხვავებული მონაცემების ავტომობილებს ერთმანეთისგან 1 სრული დეკადა აშორებთ.

2006 წელს, როდესაც Bugatti Veyron-ის დებიუტი შედგა ახალწვეულმა ჰიპერქარების ისტორიაში მაღალი სტანდარტები დაამკვიდრა. თითქმის 1000 ცხენის ძალით, 8,0-ლიტრიანი, ოთხცილინდრიანი W16 ძრავით, ვეირონი ყველაზე სწრაფი მანქანა გახდა.

Gallery: 2021 Bugatti Chiron Super Sport

10 წლის შემდეგ, 2016 წელს ბუგატიმ Chiron-ი წარადგინა. 1,479 ცხენისძალიანი ჰიპერქარი ნამდვილი საოცრებაა. ორი ლეგენდის სიმძლავრეების სხვაობა აჩვენებს, თუ რამდენი რამ შეიძლება შეიცვალოს ათწლეულში.

ამისი შემჩნევა ტრასაზე მყისიერად შეიძლება.

რბოლა ბუგატის წესებით

ხაზზე ორი რაკეტა დგას, მაგრამ შირონი უფრო სწრაფია, ის მალევე ჩამოიშორებს ვეირონს და უფრო და უფრო უმატებს სიჩქარეს, ვეირონი კი შირონის კვამლში იკარგება.

Veyron-ი ნამდვილად იყო საინჟინრო საოცრება, მაგრამ მას Chiron-მა აჯობა. დიდი ალბათობით, ელექტრომობილები იმავეს გააკეთებენ შირონთან მიმართებით და უკან ჩამოიტოვებენ ან ძლევამოსილ საოცრებას.

ბუგატი უკვე მუშაობს ამ შესაძლო „პრობლემის“ აღმოფხვრაზე და პორშესთან და რიმაკთან ერთად ახალი საწარმოს ჩამოყალიბებაზე ზრუნავს.

ბრენდი, სახელწოდებით Bugatti-Rimac  მომავალში ელექტრული და ჰიბრიდული ავტომობილების გამოშვებას გეგმავს, იქამდე კი შირონის ახალ ვერსიებზე მოუწევთ მუშაობა.

Bugatti

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!


წინა სტატიაVolkswagen ID Life-კონცეფციის მიმოხილვა
შემდეგი სტატია10 საუკეთესო კლასიკური, სპორტული ტიპის ავტომობილი ბიუჯეტურ ფასად