გერმანულმა ტუნინგ-ატელიე Brabus – მა თავისი ახალი ნამუშევარი Rocket 900 გაასაჯაროვა

Rocket 900 Mercedes-AMG GT 63 S – ის ბაზაზეა აწყობილი.  ცნობილია რომ Rocket 900 მერსედესის მოდერნიზებული  V8 ძრავით არის აღჭურვილი, მას ახალი Porsche 911 Turbo – ს მსგავსად 0-დან 100 კმ/სთ აჩქარებისთვის  მხოლოდ 2,8 წამი სჭირდება, პირველი ეგზემპლიარის ფასი – 435 800 ევრო იქნება.

სტანდარტულ 4,0 ლიტრიან V8 ძრავას, რომელიც Mercedes-AMG GT -ში დგას, ტუნერებმა მოცულობა 4,5 ლიტრამდე გაუზარდეს, მათ გამოსაბოლქვი სისტემაც შეცვალეს. შედეგად დამუშავებული ძრავა 900 ცხენის ძალას და 1250 ნიუტონ მეტრს ანვითარებს.

200 კმ/სთ აჩქარებისთვის Rocket 900 -ს 9,7 წამი ჰყოფნის, ხოლო 300 კმ/სთ სიჩქარეს ის 23,9 წამში ანვითარებს. Rocket 900  – ის მაქსიმალური სიჩქარე 330 კმ/სთ – მდეა შეზღუდული, რადგან ტუნერების გადმოცემით საბურავები მეტს ვერ გაუძლებს.

Brabus – მა მეგა ლიფთბექი Rocket 900 წარმოადგინა

ახალი ძრავის მიღმა, სუპერქარმა აეროდინამიკური კორპუსიც მიიღო, ის  კარბონის დეტალებით და დამატებითი სავენტილაციო სისტემებით არის აღჭურვილი.  დაკიდებას ორ – სპორტულ და კომფორტულ რეჟიმში შეუძლია მუშაობა. წინა დისკები 21 ინჩიანია, უკანა 22 -იანი.

Brabus – ი Rocket 900 – ის მხოლოდ 10 ეგზემპლიარს გამოუშვებს. თითოეული ავტომობილის ინტერიერი მისი მფლობელის გემოვნებით გადაწყდება. სადემონსტრაციო ეგზემპლიარის სალონი ტყავით და ალკანტარათია შეფუთული, მას კონტრასტული ნაკერებიც გასდევს.

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!

ბრაბუსი brabus

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]