მთავარი სიახლეები ASTON MARTIN ყველაზე მნიშვნელოვანი ავტომობილი იმ წლიდან, რომელშიც დაიბადე (1990-1999)

ყველაზე მნიშვნელოვანი ავტომობილი იმ წლიდან, რომელშიც დაიბადე (1990-1999)

91

რუბრიკა: ყველაზე გამორჩეული ავტომობილები წლების მიხედვით, ნახეთ, რომელი ავტომობილი იყო აქტუალური თქვენს დაბადების წელს (1990-1999)

ჩვენი რუბრიკის შემდეგი დეკადა 1990-1999-წლებს მოიცავს. წინა საუკუნის დეკადებს ვამთავრებთ და შეგახსენებთ, რომ გავეცანით 60-იან, 70-იან და 80-იან წლებს.

50-იანი წლების შემდეგ, მე-20 საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვანი დეკადა, ჩემი სუბიექტური და ობიექტური აზრით 90-იანი წლებია.

თუ რატომ ვფიქრობ ასე, ამას ახლავე გაჩვენებთ:

1990 – Renault Clio

ყველაზე მნიშვნელოვანი ავტომობილი იმ წლიდან, რომელშიც დაიბადე (1990-1999)
Clio საავტომობილო ასპარეზზე 1990 წელს გამოჩნდა

Clio საავტომობილო ასპარეზზე 1990 წელს გამოჩნდა. მას არც რაიმე განსაკუთრებული სიახლე შემოუტანია ავტოინდუსტრიაში და არც მე-20 საუკუნის ბოლო დეკადის დასაწყისის შესაფერისი ფურორი მოუხდენია (მოკლედ რომ ვთქვათ, მის დაბადებას შუშხუნები ნამდვილად არ მოჰყვა, თუმცა…)

მოწესრიგებული, მარტივად სამართავი, კომპაქტურად შეფუთული და უაღრესად ხელმისაწვდომი Clio ავტომწარმოებლისთვის მომგებიანი აღმოჩნდა, ის VW Golf-თან და Vauxhall Astra/Opel Kadett-თან ერთად ევროპის ჯილდოს მფლობელი ორჯერ, 1991 და 2006 წლებში გახდა.

1991 – TVR Griffith

ყველაზე მნიშვნელოვანი ავტომობილი იმ წლიდან, რომელშიც დაიბადე (1990-1999)
ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და დახვეწილი გარეგნობის მანქანა, რაც აქამდე შექმნილა-სწორედ ასე აფასებდნენ Griffith-ს.

“ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და დახვეწილი გარეგნობის მანქანა, რაც აქამდე შექმნილა”-სწორედ ასე აფასებდნენ Griffith-ს.

თავისი სტილისტური სიმარტივის წყალობით გრიფიტი სრულიად ამოუცნობი ავტომობილი იყო, ის აერთიანებდა- შთამბეჭდავ შესრულებას, ხელმისაწვდომობას და პრაქტიკულობას.

ელექტრონული უსაფრთხოების დამხმარე საშუალებების გარეშე, გრიფიტი, რაც არ უნდა დისკრიმინაციულად ჟღერდეს, მხოლოდ საუკეთესო მძღოლების მანქანა იყო.

თავისი შთამბეჭდავი V8 ძრავით, უკანა ამძრავი სისტემით და მსუბუქი, მინაბოჭკოვანი კორპუსის წყალობით გრიფიტი წარმოუდგენლად “სწრაფადაჩქარებადი” მანქანა იყო.

არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ ბოლო წლებში ეს ავტომობილი სერიუზულ საკოლექციო მოდელად იქცა. მართლაც, კარგ მდგომარეობაში მყოფი გრიფიტის ღირებულება ყოველწლიურად იზრდება.

1992 – McLaren F1

ყველაზე მნიშვნელოვანი ავტომობილი იმ წლიდან, რომელშიც დაიბადე (1990-1999)
და თქვენს წინაშეა მისი უდიდებულესობა, რევოლუციური, არაამქვეყნიური McLaren F1, მანქანა, რომელმაც ყველაფერი შეცვალა!

და თქვენს წინაშეა მისი უდიდებულესობა, რევოლუციური, არაამქვეყნიური McLaren F1, მანქანა, რომელმაც ყველაფერი შეცვალა!

ეს იყო ავტომობილი ნახშირბადბოჭკოვანი სტრუქტურით და პანელებით, მასში დამონტაჟებული იყო 627 ცხენის ძალის მქონე V12 ძრავი.

შედეგი გასაოცარი იყო 386 კმ/სთ. თუმცა, ამბობენ, რომ მისი მართვა დაბალი სიჩქარის დროსაც კი წარმოუდგენლად ამაღელვებელი იყო.

534,000 გირვანქა სტერლინგის, (727 624 აშშ დოლარის) ღირებულების F1 სრულიად უკომპრომისო ავტომობილი იყო.

მისი მხოლოდ 106 ერთეული შეიქმნა, მათგან გზებისთვის ლეგალური მხოლოდ 71 ეგზემპლარი იყო, დანარჩენს კი მბრბოლელები იყენებდნენ.

1993 – Aston Martin DB7

ყველაზე მნიშვნელოვანი ავტომობილი იმ წლიდან, რომელშიც დაიბადე (1990-1999)
რომ არა DB7, ასტონ მარტინი საავტომობლო დიდების დარბაზში კარგად შენახული სქოლიო იქნებოდა

რომ არა DB7, ასტონ მარტინი საავტომობლო დიდების დარბაზში კარგად შენახული სქოლიო იქნებოდა.

1990-იანი წლების დასაწყისისათვის ნიუპორტ პაგნელის კარიბჭეებიდან სულ რამდენიმე მანქანა გამოდიოდა.

Aston Martin-ს ძველი დიდების დასაბრუნებლად საკმაოდ სერიოზული ინვესტიცია სჭირდებოდა. ახალმა მფლობელმა ფორდმა დიდებული DB7 შექმნა და ასტონ მარტინი თავისი დახვეწილი ვიზუალით და შამბეჭდავი მახასიათებლებით ახალ ეპოქაში გადაიყვანა.

კიდევ უფრო დიდებული მოვლენა 1999 წელს 420 ცხენის ძალის მქონე V12 ძრავიანი DB7 Vantage-ის გამოჩენა იყო.

1994 – Toyota RAV4

ყველაზე მნიშვნელოვანი ავტომობილი იმ წლიდან, რომელშიც დაიბადე (1990-1999)
1980-იანი წლების ბოლოს, Toyota-მ თავის საინჟინრო განყოფილებას უნივერსალური ჯიპის შექმნა დაავალა

1980-იანი წლების ბოლოს, Toyota-მ თავის საინჟინრო განყოფილებას უნივერსალური ჯიპის შექმნა დაავალა, მას სწორი გზებიდან გადახვევა უნდა შესძლებოდა და უკან დაბრუნებულს კი „ადამიანური“ სახე შეენარჩუნებინა.

1994 წელს გამოშვებულმა ორიგინალმა RAV4-მა ორივე მოთხოვნა დააკმაყოფილა. მან თანამედროვე ქროსოვერის სახე განსაზღვრა და კონკურენტებისთვის შთაგონების წყაროდ იქცა.

1995 – Ford Galaxy/Volkswagen Sharan

ყველაზე მნიშვნელოვანი ავტომობილი იმ წლიდან, რომელშიც დაიბადე (1990-1999)
ბოლო წლებში MPV-ების მიმართ ინტერესი საგრძნობლად შემცირდა, მსოფლიო ჯიპზე „გადაჯდა“…

MPV-ს სტანდარტი, ავტოსამყაროში Galaxy-მ და Sharan-მა დააწესეს. კომფორტი, სივრცე და დახვეწილი მართვა, პრაქტიკულობა და მისაღები ფასი, აი რას სთავაზობდნენ ავტომობილები მომხმარებლებს.

ბოლო წლებში MPV-ების მიმართ ინტერესი საგრძნობლად შემცირდა, მოკლედ რომ ვთქვათ- მსოფლიო ჯიპზე „გადაჯდა“…

1996 – Porsche Boxster

ყველაზე მნიშვნელოვანი ავტომობილი იმ წლიდან, რომელშიც დაიბადე (1990-1999)
ბრწყინვალე მართვა, ორადგილიანი კაბრიოლეტი, ექვსცილინდრიანი ძრავი- ბოქსტერი მომხმარებლისთვის სასურველ მანქანად იქცა

1996 წელს, Boxster-ის გამოსვლისას პორშეს სერიოზული ფინანსური პრობლემები ჰქონდა. მას სერიოზული ძალა სჭირდებოდა იმისთვის, რომ ძველ დიდებასთან ერთად ფინანსური მოგებაც მიეღო.

სწორი გათვლა, სწორ დროს. სწორედ Boxster-ი აღმოჩნდა გარდამტეხი ავტომწარმოებლისთვის. ბრწყინვალე მართვა, ორადგილიანი კაბრიოლეტი, ექვსცილინდრიანი ძრავი- ბოქსტერი მომხმარებლისთვის სასურველ მანქანად იქცა.

1997 – Toyota Prius

ყველაზე მნიშვნელოვანი ავტომობილი იმ წლიდან, რომელშიც დაიბადე (1990-1999)
როდესაც პრიუსი გამოვიდა, ის უცნაურ და უხერხულად სამართავ ავტომობილად ითვლებოდა.

Prius-ი დღეს ჩვენს ქვეყანაში და რა მარტო, ერთ-ერთ ყველაზე საკვანძო მანქანად ითვლება. როდესაც პრიუსი გამოვიდა, ის უცნაურ და უხერხულად სამართავ ავტომობილად ითვლებოდა. თუმცა, ტოიოტამ თავის ნიშას არ უღალატა და პრიუსიც ისეთივე სანდო აღმოჩნდა, როგორიც ბრენდის სხვა მოდელებია.

პირველ პრიუსებს 1.5 ლიტრიანი ძრავი და ჰეჩბექისვის დამახასიათებელი პრაქტიკულობა ჰქონდა. დღემდე პრიუსის 4 თაობა ვიხილეთ.

1998 – Ford Focus

ყველაზე მნიშვნელოვანი ავტომობილი იმ წლიდან, რომელშიც დაიბადე (1990-1999)
1998 წელს ფორდმა Escort-ის გვერდი საბოლოოდ დახურა და გზა ახალ „ბესტსელერს“Focus-ს გაუხსნა.

1998 წელს ფორდმა Escort-ის გვერდი საბოლოოდ დახურა და გზა ახალ „ბესტსელერს“ Focus-ს გაუხსნა.

კლასში წამყვანი ავტომობილი ფორდისთვის შესაფერისი ვიზუალით, გამძლეობით, ძრავების და მორთვის მრავალფეროვნებით საზოგადოებისთვის სასურველი ჰეჩბექი იყო.

1999 – BMW X5

ყველაზე მნიშვნელოვანი ავტომობილი იმ წლიდან, რომელშიც დაიბადე (1990-1999)
და საუკუნის მიწურულს, მთელი თავისი დიდებულებით, მოკვდავთა სამყაროს X5 ეწვია.

და საუკუნის მიწურულს, მთელი თავისი დიდებულებით, მოკვდავთა სამყაროს X5 ეწვია. მართალია ის პირველი ძვირადღირებული ჯიპი არ იყო, თუმცა მან გამოჩენისთანავე უამრავი ენთუზიასტის და არა ენთუზიასტის გული დაიპყრო.

ორიგინალი X5 (BMW-ის მიერ კოდირებული E53) ძრავის რამდენიმე ბრწყინვალე ვარიაციით და ოთხივე წამყვანი ტრანსმისიით მოგვევლინა.

ერთი სიტყვით, X5 სწორედ ის იყო, რასაც BMW-სგან მოელოდნენ. ის ერგონომიული თვალსაზრისით ბრწყინვალე და საკმაოდ პრაქტიკული ავტომობილი იყო.

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!

1990-1999

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]