საავტომობილო ინდუსტრია რუსეთის უკრაინაში შეჭრას სხვადასხვა მექანიზმით პასუხობს. რა გავლენა იქონია ავტოსამყაროზე რუსულმა აგრესიამ

საავტომობილო ინდუსტრია მ, მას შემდეგ რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ომი დაიწყო, დღის წესრიგი შეიცვალა.

ცივილიზებული მსოფლიოს მსგავსად, სანქციებს ავტომწარმოებლებიც უერთდებიან და ნაწილი მათგანი რუსეთში მიწოდებას აჩარებს.

წარმოების შეჩერება უკრაინაში დაფუძნებული ნაწილების მომწოდებელი კომპანიების კრიზისმა გამოიწვია.

ომის ვითარების გამო დაზარალდა Renault, Stellantis და Volkswagen Group.

რუსეთის საავტომობილო ბაზარი მსოფლიოში მე-8 ადგილზეა. გასულ წელს რუსეთში 1,666,780 მანქანა გაიყიდა. (მეტი ვიდრე კანადაში, საფრანგეთში ან დიდ ბრიტანეთში)

ავტომწარმოებლები გმობენ რუსულ აგრესიას და მხარს უჭერენ დაზარალებულ უკრაინელებს.

განვიხილოთ თითოეული ავტომწარმოებელი და ვნახოთ, რა გავლენა იქონია ომმა ცალკეულ კომპანიებზე:

General Motors

Reuters-ის ცნობით, General Motors-მა რუსეთში ზოგიერთი საქმიანობა უკვე შეაჩერა. ამერიკული ფირმა აგრესორ ქვეყანასთან ექსპორტს შეწყვეტს-

“ჩვენი ფიქრები ამ დროს უკრაინელ ხალხთანაა. სიცოცხლის დაკარგვა ტრაგედიაა და ჩვენი მთავარი საზრუნავი რეგიონში ხალხის უსაფრთხოებაა”

(კომპანია რუსეთში ყოველწლიურად 3000 ერთეულ ავტომობილს ყიდის.)

Hyundai

ჰიუნდაიმ რუსეთში, სანკტ-პეტერბურგის ქარხანაში წარმოება 5 დღით შეწყვიტა. ოფიციალური ინფორმაციით მოტივად ნახევარგამტარების დეფიციტი სახელდება.

Jaguar Land Rover

Jaguar Land Rover-მა (JLR)-მ რუსეთში მანქანების მიწოდება შეაჩერა. BBC-ის ცნობით, დიდი ბრიტანეთის, ევროკავშირისა და აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციები ქვეყანაში ავტომობილების გაყიდვას ისედაც ართულებს.

Mercedes Benz

Mercedes-Benz-მა გამოაცხადა, რომ უკრაინაში შექმნილი კრიზისით დაზარალებულთა დასახმარებლად  1 მილიონ ევროს გამოყოფს.

”როგორც გადაუდებელი ღონისძიება, ჩვენ უკრაინის დასახმარებლად Deutsches Rotes Kreuz eV-ს (წითელი ჯვარი)  ერთ მილიონ ევროს გადავცემთ. აღმასრულებელი დირექტორი ოლა კალენიუსი.

Mitsubishi

Mitsubishi-მ განაცხადა, რომ რუსეთში მიწოდების პოტენციური შეფერხების გამო ის გაყიდვებს დროებით შეაჩერებს, ინფორმაციას როიტერი იუწყება.

(იაპონურ კომპანიას ქვეყანაში 141 დილერი ჰყავს)

Renault

რუსეთის მიმართ განხორციელებული სანქციების შედეგად ორშაბათს Renault-ის აქციები 6,4%-ით დაეცა. ფრანგული ფირმა რუსულ მწარმოებელ Avtovaz-ს ფლობს.

Torsus

ექსტრემალური ფურგონების მწარმოებელმა კომპანია Torsus-მა უკრაინაში რუსეთის შეჭრა დაგმო.

როგორც ცნობილია ავტომწარმოებელს უკრაინაში ობიექტები და ოფისები აქვს.

„ჩვენ ვიღებთ მრავალ ზარს და შეტყობინებას მთელი მსოფლიოდან. გვეკითხებიან, თუ როგორ არის ტორსუსის კიევის გუნდი ამ საშინელ დღეებში. ყველა მხარდაჭერას გვიცხადებს“- ნათქვამია სოციალურ მედიაში.

„ჩვენ მუდმივად ვეკონტაქტებით კიევის გუნდს. ჩვენი თანამშრომლები და მათი ოჯახები უსაფრთხოდ არიან“

„ტორსუსი დგას უკრაინისა და უკრაინელი ხალხის გვერდით. ჩვენ მოგიწოდებთ, მხარი დაუჭიროთ უკრაინას და სთხოვოთ თქვენს მთავრობებს, რუსეთის Swift-იდან გათიშვას მხარი დაუჭირონ “-წერია ავტომწარმოებლის განცხადებაში

Stellantis

Stellantis-ის აღმასრულებელმა დირექტორმა კარლოს ტავარესმა აღნიშნა, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ როგორ შეცვლის ფირმა თავის ოპერაციებს რუსეთში, პოლიტიკოსების გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.

”ჩვენ  წესებს, კანონებს და რეგულაციებს მშვიდობიანობის დროს ვიცავთ! ომის დროს კი ვიცავთ სანქციებს.“

Toyota

მას შემდეგ რაც იაპონია დასავლელ მოკავშირეებს შეუერთდა და სანქციებს მხარი დაუჭირა ტოიოტამ 13 000 მანქანის ღირებულებით იზარალა.

ეჭვობენ, რომ ეს შესაძლოა რუსული კიბერ-შეტევის შედეგი იყოს, თუმცა ტოიოტა რუსეთს პირდაპირ არ ადანაშაულებს. ამბობენ, რომ ყველაფერი საფუძვლიანი შემოწმების შემდეგ გაირკვევა.

Volkswagen Group

Volkswagen Group-ი რუსეთის შეჭრის შედეგად დაზარალებულ ლტოლვილთა საქველმოქმედო ორგანიზაცია Unoflucht-ს 1 მილიონ ევროს შესწირავს.

„ჩვენ უკრაინაში არსებული ვითარებით შეშფოთებულები ვართ“-განაცხადეს სოციალურ ქსელში

Skoda

უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებით Skoda-მ განცხადება გაავრცელა- ჩეხური ფირმა, რომელსაც ქვეყანაში 600-მდე თანამშრომელი ჰყავს და მანქანებს სოლომონოვოში აწარმოებს საქველმოქმედო ორგანიზაციას People in Need-ს, დაახლოებით, 400 000 ევროს გადასცემს.

მან ასევე განაცხადა, რომ ნებისმიერ უკრაინელ მუშაკს „ჩეხეთის რესპუბლიკაში უსაფრთხო ცხოვრების აშენებაში“, დაეხმარება.

„ადამიანი“ ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა“, – შკოდა.

ავტომწარმოებელს მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემებიც შეექმნა.

„უკრაინაში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, Skoda Auto-ს რამდენიმე ადგილობრივი მომწოდებლის ნაწილების მიწოდების კრიტიკული დეფიციტი ემუქრება. ეს ფაქტორი ჩვენს რამდენიმე მოდელის წარმოებაზე იქონიებს გავლენას“.

რუსეთი 2021 წელს Skoda-სთვის სიდიდით მეორე ბაზარი იყო, საუბარია 90 000 მანქანაზე.

Volkswagen

Volkswagen-მა რუსეთის ადგილობრივ დილერებთან მანქანების მიწოდება შეაჩერა. წარმოება “რამდენიმე დღით” შეჩერდება ფოლკსვაგენის სამშობლოში, გერმანიის ორ ქარხანაში. ქარხნები საჭირო ნაწილებს უკრაინიდან იღებენ.

Volvo

ვოლვომ პირველმა მიიღო გადაწყვეტილება რუსეთისთვის მანქანების მიწოდების შეჩერებასთან დაკავშირებით.

კომპანია აცხადებს, რომ გადაწყვეტილება უკავშირდება, როგორც რუსეთში ვაჭრობის პოტენციურ რისკებს, ასევე ევროკავშირისა და ამერიკის მიერ დაწესებულ სანქციებს.

შვედურმა ფირმამ რუსეთში 2021 წელს, დაახლოებით, 9000 მანქანა გაყიდა.

 BMW

გერმანულმა ავტომწარმოებელმა განაცხადა, რომ რუსეთში მანქანების ექსპორტს აჩერებს და კალინინგრადში მანქანების წარმოებას წყვეტს.

„ჩვენ ვგმობთ აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ და მოვლენებს დიდი შეშფოთებით  ვაკვირდებით“

BMW-მ ასევე განაცხადა, რომ მიწოდების ჯაჭვის შეფერხებები, რომლებიც უკრაინიდან ნაწილების მიწოდებას უკავშირდება, ზოგიერთ ქარხანაში წარმოებას შეაფერხებს. ინფორმაციას The wall street Journal-ი ავრცელებს.

Ford

ფორდი რუსეთის უკრაინაში შეჭრას გმობს და აცხადებს, რომ რუსეთთან ოპერაციებს წყვეტს. ავტომწარმოებელი Global Giving Ukraine Relief Fund-ს ლტოლვილების დასახმარებლად 100 000 დოლარს გადაურიცხავს.

საავტომობილო ინდუსტრია

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!


წინა სტატიაLotus-ის ელექტრო ჯიპის დებიუტი 29 მარტს გაიმართება
შემდეგი სტატიაPorsche-მ უკრაინელების დასახმარებლად 1 მილიონი ევრო გამოყო