Goodwood-ის სიჩქარის ფესტივალზე რეკორდის დამყარებას Porsche-ს LMDh მრბოლელი, Hennessey-ის 1817 ცხენის ძალის მქონე Venom F5 და Rimac-ის 2000 ცხენის ძალის მქონე Nevera შეეცდებიან

ჰაერში ნახშირწყალბადის და დამწვარი კაუჩუკის „თავბრუდამხვევი“ სუნი ტრიალებს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბრიტანეთის ყოველწლიური საავტომობილო „ექსტრავაგანზა“, Goodwood-ის სიჩქარის ფესტივალი მიმდინარეობს.

ოთხდღიანი რბოლა ლონდონიდან სამხრეთით, 112 კილომეტრის დაშორებით მიმდინარეობს, ფესტივალი საზოგადოებას სწრაფ, ხმაურიან და ემოციებით დატვირთულ დღეებს ჰპირდება.

გუდვუდის 1.8 კმ-იან ბორცვზე ასვლას ბევრი მანქანა შეეცდება…

BMW

მსოფლიოს უსწრაფესი მანქანები Goodwood-ის ფესტივალზე იასპარაზებენ
ბრენდი წელს M performance განყოფილების 50 წლის იუბილეს აღნიშნავს

BMW ღონისძიებაზე თავისი M განყოფილების პროდუქტებით წარდგება. აღსანიშნავია, რომ ბრენდი წელს M performance განყოფილების 50 წლის იუბილეს აღნიშნავს. ფესტივალის ფარგლებში BMW M4 CSL-ის საჯარო დებიუტი შედგება.

მსოფლიოს უსწრაფესი მანქანები Goodwood-ის ფესტივალზე იასპარაზებენ
CSL -ის მესამე მოდელი

ის იქნება მესამე მოდელი, რომელიც ზღაპრულ CSL სახელს ატარებს. მსუბუქი, ტრასაზე ფოკუსირებული კუპე 3.0-ლიტრიანი ტურბო ძრავითაა აღჭურვილი, ის 543 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

Mercedes-AMG

მსოფლიოს უსწრაფესი მანქანები Goodwood-ის ფესტივალზე იასპარაზებენ
One-ი 1048 ცხენის ძალას გამოიმუშავებს

მაგრამ, როდესაც ნანატრ გზას შთამბეჭდავი ჰიპერმანქანა Mercedes-AMG One დაადგება, იქ CSL-ის დიდება უმნიშვნელო ხდება.

ფორმულა 1-ის 1.6-ლიტრიანი V-6-ით და 4 ელექტროძრავით აღჭურვილი One-ი 1048 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

Hennessey

მსოფლიოს უსწრაფესი მანქანები Goodwood-ის ფესტივალზე იასპარაზებენ
ავტომობილი შთამბეჭდავ, 1,817 ცხენის ძალას გამოიმუშავებს

გუდვუდის ფესტივალი კიდევ ერთ პრემიერას უმასპინძლებს, ბორცვს ჰენესის Venom F5-იც შეეჭიდება. ავტომობილს 6.6 ლიტრიანი, ორმაგი ტურბო V-8 1,817 ცხენის ძალას აწვდის.

Porsche

მსოფლიოს უსწრაფესი მანქანები Goodwood-ის ფესტივალზე იასპარაზებენ
სარბოლო მანქანას ჰიბრიდულ კომპონენტთან დაწყვილებული ორი ტურბო V8 ამოძრავებს

გუდვუდის დღესასწაულებზე დომინირებისთვის თავს არც Porsche დაზოგავს. საზოგადოების თვალი Porsche LMDh Le Mans მრბოლელისკენ იქნება მიპყრობილი.

LMDh ჩემპიონატზე Porsche-ს სხვა ახალ სარბოლო პროექტთან, სრულიად ელექტრო 718 GT4 ePerformance-სთან ერთად იასპარეზებს.

Ferrari

მსოფლიოს უსწრაფესი მანქანები Goodwood-ის ფესტივალზე იასპარაზებენ
გუდვუდის ფესტივალზე იტალიური ბრენდი მრავალფეროვნებით გამოირჩევა

საერთო მხიარულებას არც Ferrari გამოაკლდება. ბრენდი ბორცვზე Ferrari 296 GTB-ს, ძლიერ 812 Competizione-სა და Daytona SP3-ს შეაყენებს.

ელექტრომობილები

მსოფლიოს უსწრაფესი მანქანები Goodwood-ის ფესტივალზე იასპარაზებენ
2000 ცხენის ძალის მქონე Rimac Nevera

სხვა ახალბედებიდან აღსანიშნავია- ჰიბრიდული ჰიპერქარი Czinger 21C, გორდონ მიურეის T.50; ახალი Radford Lotus Type 62/2; და 2000 ცხ.ძ.-ის მქონე სრულად ელექტრო Rimac Nevera.

წლევანდელ ფესტივალზე უამრავ ინოვაციურ ელექტრომობილს წარადგენენ, მაგალითად- Lucid Air, Fisker Ocean, სამბორბლიანი ElectraMeccanica Solo, Genesis GV70 E და Polestar-ი.

ფესტივალზე ასევე იქნება B ჯგუფის რალის მანქანების უზარმაზარი კოლექცია, ისტორიული მრბოლელები, სუპერველოსიპედები, ფორმულა 1-ის ამჟამინდელი მაგალითები და მრავალი ომამდელი კლასიკა.

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!

Goodwood

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]