McLaren-ი და BMW შესაძლოა კვლავ გაერთიანდნენ, დუეტი ელექტრო სუპერმანქანების ახალ ხაზს წარმოადგენს
ქიმია,რომელიც ლეგენდარულმა McLaren F1-მა მოგვიტანა, შესაძლოა კვლავ დაბრუნდეს. ელექტრო რევოლუციის დროს ბრიტანული ჰიპერმანქანების მწარმოებელი ელექტრო სუპერმანქანების ახალი ხაზის შესაქმნელად BMW-სთან შეერთებას ცდილობს.
MotorAuthority-ის გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში ორმა ავტომწარმოებელმა ჯერ კიდევ მარტში, McLaren-ის მომავალი სპორტული მანქანებისათვის, სუპერმანქანებისა და ჰიპერქარებისთვის ახალი ნულოვანი ემისიის პლატფორმის შემუშავების გეგმას მოაწერა ხელი.
გეგმა ითვალისწინებს შემდეგს: BMW-ს M განყოფილების თანამშრომლები კლასიკური გერმანული ინჟინერიის გამოყენებით ელექტროძრავებს, ბატარეებსა და მათ დამხმარე სისტემას შექმნიან.
ამავდროულად, McLaren-ის გუნდი, რომელიც აეროდინამიკური სილუეტებითა და მსუბუქი ნახშირბადბოჭკოვანი კორპუსითაა ცნობილი, შასის განვითარებაზე იქნება პასუხისმგებელი.
F1

რა თქმა უნდა, ეს ორი ბრენდის თანამშრომლობის პირველი შემთხვევა არ არის. 1992 წელს მაკლარენმა თავისი F1 BMW-ს მიერ შემუშავებული V-12-ით აღჭურვა. ძრავი 550 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა, მისი ბრუნვის მომენტი კი 600 ნიუტონ მეტრი იყო.
კუპეს მაქსიმალური სიჩქარე 386 კმ/სთ-ს უტოლდებოდა. ის მთელი 15 წლის განმავლობაში მსოფლიოს უსწრაფეს მანქანად ითვლებოდა.
Artura

აღსანიშნავია, რომ McLaren-ს სრულად ელექტრო მოდელი ჯერ არ გამოუვლენია, თუმცა ბრენდმა 671 ცხენის ძალის ჰიბრიდი Artura წარადგინა.
კატეგორიის სათავეში ყოფნისთვის McLaren-მა და BMW-მ ისეთ მოდელს უნდა აჯობონ, როგორიცაა Lotus Evija.
2000 ცხენის ძალის მქონე ელექტრო ჰიპერქარის, სავარაუდო, სიჩქარე 322კმ/სთ იქნება. თუ ეს გამართლდება, ის მსოფლიოში ყველაზე ძლიერი საწარმოო მანქანა იქნება.