2023 BMW i7-ს, ელექტრულ სედანს ორმაგი ძრავი და „all-wheel drive“ სისტემა ექნება

თვის დასაწყისში 2023 BMW i7 შვედეთში, არიეპლოგში, გაყინულ ტბებზე მინუს ტესტირების დროს დააფიქსირეს.

ცხელი ამინდის ტესტირება

ახლა კომპანია, რათა დარწმუნდეს, რომ ფუფუნების სედანის ელექტრომომარაგება საკმაოდ რთულ პირობებშიც კი სრულფასოვნად მუშაობს, სხვა პროტოტიპს ციცაბო და დახვეულ გზებზე, ცხელი ამინდის პირობებში ცდის.

ბრენდი საკმაოდ თამამ განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ i7 „მსოფლიოში პირველი ძვირადღირებული ელექტრული სედანი იქნება“.

კომპანია, თითქოს შეგნებულად უგულებელყოფს ისეთ ავტომობილებს, როგორებიცაა: Porsche Taycan, Audi E-Tron GT, Lucid Air, Genesis Electrified G80 და Mercedes EQS-საც კი. (პრესრელიზში ამ საკითხზე რამდენჯერმე აქვთ ყურადღება გამახვილებული)

BMW-ს თქმით i7-ს ორმაგი ძრავი ექნება, რომელიც კომპანიის მეხუთე თაობის eDrive ტექნოლოგიაზე დაყრდნობით „ყველა წამყვან სისტემას“ უზრუნველყოფს. (ეს ტექნოლოგია გამოყენებულია iX-სა და i4-თან)

ტოპ-სპეციფიკაციის ვერსიას შესაძლოა საერთო ჰქონდეს iX M60-თან, რომლის დებიუტიც მომდევნო თვის დასაწყისში, ლას-ვეგასის CES შოუზე იგეგმება.

იმის გათვალისწინებით, რომ iX xDrive50 უკვე გვთავაზობს 516 ცხენის ძალას, უნდა ვივარაუდოთ, რომ ის, მინიმუმ, 600 ცხენის ძალას შემოგვთავაზებს.

შენიღბული პროტოტიპი

ამ დროისთვის ბავარიელები შენიღბვის „გაშილიფებას“ არ ცდილობენ. ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს ვიხილოთ დროებითი გვერდითი ფარები, რომლის ქვემოთაც, სავარაუდოდ, დღის ლედ განათების ფარები იმალება.

შესამჩნევია კარის სახელურები, საბარგულის სახურავის დახვეწილი სპოილერი და დიდი პანორამული სახურავი.

ამ „დიდებული“ ბორბლების ბაზაზე განთავსებული უნდა იყოს დიდი ბატარეის ნაკრები, რომელიც iX-ის შემთხვევაში 106.3 კვტ/სთ სიმძლავრისაა.

i7-ის მსოფლიო პრემიერა მომავალი წლისთვისაა დაგეგმილი. ამის შემდეგ ელექტრული სედანი მე-7 სერიის ბენზინზე, დიზელზე და დანამატ ჰიბრიდზე მომუშავე მოდელებს შეუერთდება.

Gallery: 2023 BMW i7

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!

2023 BMW i7

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]