მთავარი სიახლეები BMW BMW-ს სრულად ელექტრო i4 სედანის წარმოება ოფიციალურად დაიწყო

BMW-ს სრულად ელექტრო i4 სედანის წარმოება ოფიციალურად დაიწყო

71

ელექტრული i4-ის ძრავი 536 ცხენის ძალას გამოიმუშავებს

კიდევ ერთი გიგანტური ნაბიჯი ელექტრიფიკაციისკენ! BMW-მ მიუნხენში, თავის მთავარ საწარმოში, გასული კვირის ბოლოს ელექტრული i4-ის წარმოება დაიწყო.

ეს ფაქტი მეტყველებს, არა მხოლოდ იმაზე, რომ მალე, საავტომობილო ბაზარზე ოთხკარიანი ელექტრო სედანი გამოჩნდება, არამედ იმაზეც, რომ ბრენდი მომავალი გამოწვევებისთვისაც უპირობოდ მზადაა.

შეიძლება ეს ისეთი ამაღელვებელი და „აჟიოტაჟის“ გამომწვევი არ არის, როგორც Mercedes-Benz EQS ან Lucid Air-ის წარმოების დაწყება, მაგრამ i4 ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი BMW-ა.

i4- კომპანიის ელექტრიფიკაციის ცენტრი

i4
სპორტული სედანი, რომელიც ამჟამინდელი თაობის M4 სპორტულ კუპეზე ბევრად შთამბეჭდავად გამოიყურება

სპორტული სედანი, რომელიც ამჟამინდელი თაობის M4 სპორტულ კუპეზე ბევრად შთამბეჭდავად გამოიყურება, კომპანიის ელექტრიფიკაციის ცენტრად მიიჩნევა.

როგორც ჩანს, ეს სტატუსი პირობითი არ არის, რადგანაც ავტომობილის ორმაგი ძრავი 530 ცხენის ძალის გამომუშავებას შეძლებს, რაც 33-ით მეტია, ვიდრე ამჟამინდელი მაღალი დონის M4 Competition-ი.

შესაძლოა, მისმა 482კმ-იანმა დიაპაზონმა Lucid Air-ს და Tesla Model S Plaid-ს კონკურენცია ვერ გაუწიოს, თუმცა ეს საკმარისზე მეტი მანძილია მათთვის, ვისაც მანქანის მართვა ყოველდღიურად უწევთ.

წარმოება “საუკუნოვან” ქარხანაში

i4
„ქარხნისა და გუნდისთვის BMW i4-ის გამოშვება ელექტრიფიკაციის გზაზე საკმაოდ მნიშვნელოვანი მოვლენაა“

ზოგიერთმა ავტომწარმოებელმა ელექტრომობილების წარმოებისთვის სრულიად ახალი ქარხნები ააშენა/შეისყიდა/შექმნა, ხოლო BMW, თითქმის ერთ საუკუნოვან ობიექტს გამოიყენებს.

პრესრელიზის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ ქარხანაში არსებული ტექნიკის 90% ავტომობილების შექმნაში აქტიურად გამოიყენება, მათი განახლებისთვი, დაახლოებით 230 მილიონი დოლარის ინვესტიციის ჩადება გახდა საჭირო. მათ შორისაა ახალი, სრულად ავტომატიზირებული, ბატარეის ამწყობი სისტემა.

ამ ცვლილებების წყალობით, ქარხანა სრულიად მზადაა იმისთვის, რომ i4-ის, ასევე შიდა წვის ძრავით მომუშავე და ჰიბრიდული მანქანების წარმოებას გაუმკლავდეს, მაგალითად, როგორებიცაა: BMW 3 Series Sedan და Touring, BMW M3 და BMW 4 Series Gran Coupe.

„ქარხნისა და გუნდისთვის BMW i4-ის გამოშვება ელექტრიფიკაციის გზაზე საკმაოდ მნიშვნელოვანი მოვლენაა“-განაცხადა BMW-ს საბჭოს წევრმა მილან ნედელკოვიჩმა.

მისი თქმით, 2023 წლისთვის მიუნხენის სატრანსპორტო საშუალების ნახევარზე მეტი ელექტრომობილები იქნებიან. ის ვარაუდობს, რომ ახლო მომავალში, მიუნხენი, მთლიანად ელექტრომოძრაობაზე გადავა.

რა ღირს ელექტრული i4?

i4

გაზაფხულზე BMW-მ განაცხადა, რომ i4-ის მიწოდება წლის ბოლომდე დაიწყება. ამ სიახლეების გათვალისწინებით, მათი განცხადება, შესაძლოა სრულიად რეალური აღმოჩნდეს. ავტომობილის წინასწარი შეკვეთა BMW ვებსაიტის საშუალებით უკვე შესაძლებელია.

ხელმისაწვდომია ორი ვერსია: სტანდარტული eDrive40 მოდელი, რომლის ფასიც 55,400 აშშ დოლარიდან იწყება და მაღალი ხარისხის M50 მოდელი, რომლის ფასიც 65,900 აშშ დოლარს შეადგენს.

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!

i4

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]