BMW iX1-ის, ბრენდის ახალი ელექტრო ქროსოვერის გამოსვლის დრო ახლოვდება, ბოლოს გავრცელებული თიზერი კი დიაპაზონზე გვაწვდის ინფორმაციას

BMW ელექტრომობილების მზარდ ოჯახს, iX1-ის სახით, კიდევ ერთ ახალ წევრს ამატებს. მისი პროტოტიპი სხვადასხვა სიტუაციაში უკვე რამდენჯერმე ვიხილეთ.

ავტოსამყაროში ვარაუდობენ, რომ გამოსვლის თარიღს ახლო მომავალში დააანონსებენ. ახლა კი ავტომწარმოებელი მოდელის შესახებ ოფიციალურ მონაცემებს გვაცნობს, აღსანიშნავია რომ სხვა დეტალებთან ერთად  მისი სავარაუდო დიაპაზონიც შევიტყვეთ.

1 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც iX1-ის პროტოტიპი ვიხილეთ. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ბავარიულმა ავტომწარმოებელმა ახალი მოდელის თიზერი გამოაქვეყნა.

ოფიციალური გამოცემის თანახმად, “ვრცელი და კომპაქტური iX1 შთაბეჭდილებას დინამიკური შესრულებით და დიდი დიაპაზონით ახდენს“.

სურათის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ ახალი მოდელი iX3-ის დიზაინს მიიღებს. დახურული ცხაური და ცისფერი აქცენტები BMW-ს ელექტრო მანქანების სახასიათო აქცენტია, ეს დეტალები გამეორდა iX1-შიც.

ოფიციალურ განცხადებაში ავტომწარმოებელი ამბობს, რომ ახალ ელექტრო ქროსოვერს 413-438 კილომეტრიანი დიაპაზონი ექნება.

ავტომწარმოებელმა ასევე აღნიშნა, რომ სრულიად ახალი iX1 ელექტრო ქროსოვერის გამოშვება BMW X1-ის გამოშვების შემდეგ იგეგმება. (აღსანიშნავია, რომ ახალი თაობის X1 plug-in ჰიბრიდული ვერსიითაც გამოვა.

ბრენდი X1-ს ინტენსიურად ამოწმებს, გასულ თვეში უფრო მძლავრი X1 M35i ვერსია შენიშნეს. მისი გამოშვება 2022 წლის მეორე ნახევრისთვის იგეგმება. ზუსტი თარიღი, ამ მომენტისთვის ცნობილი არ არის.

Gallery: New BMW iX1 ჯაშუშური ფოტოები

BMW iX1

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!


  • თეგები
  • #BMW
წინა სტატიაAlpine A4810-მომავლის კონცეფცია
შემდეგი სტატიასაუკეთესო მსუბუქი სამხედრო მანქანა/ჯავშანმანქანა, სხვადასხვა შეიარაღებული ძალების სამსახურში