ახალი მდიდრული სედანი BMW i7 Mercedes-Benz EQS-ის კონკურენტი იქნება, ელექტრომობილი 483-კმ-იან დიაპაზონს უზრუნველყოფს

BMW i7 გერმანული ავტომწარმოებლის მეექვსე და ყველაზე მდიდრული ელექტრო სედანია. მოდელი Mercedes-Benz EQS-სა და Porsche Taycan-ის პირდაპირი კონკურენტი იქნება.

ის უფრო ნაცნობი ბენზინის, plug-in ჰიბრიდული და დიზელის ვარიანტებთან ერთად გაიყიდება, როგორც მერვე თაობის 7-series-ის ხაზის ნაწილი.

მომავლის გეგმები

ახალი i7 BMW-ს ელექტრიფიკაციისკენ სწრაფვის ნაწილია. აღმასრულებელი დირექტორის ოლივერ ზიპსის თქმით კომპანია პარიზის კლიმატის შეთანხმების ერთგულია და მომავალში, Rolls-Royce-ისა და Mini-ის მსგავსად, სრულად ელექტრულ ტალღაზე აპირებს გადასხვლას.

BMW ჯგუფის მიზანია, რომ 2030 წლისთვის გზებზე ბატარეაზე მომუშავე მათი 10 მილიონი ელექტრომობილი მოძრაობდეს. მანამდე კი i7 iX-ს და i4-ს შეუერთდება.

ბატარეა და 483-კმ-იანი დიაპაზონი

ავტომწარმოებელი ახალი i7 xDrive60-ის 483-კმ-იანი დიაპაზონით ამაყობს.

i7-ის ბატარეის სიმძლავრე 101.7 კვტ/სთ-ია. როგორც უკვე აღვნიშნე ძვირადღირებული სედანის დიაპაზონი, EPA-ს შეფასებით, 483-ია. (Mercedes EQS-ს დიაპაზონი 547 კმ-ია, ხოლო Tesla Model S Plaid-ის 557 კმ).

სწრაფი დატენვა 195 კვტ-მდეა შესაძლებელი, BMW-ს თქმით 10 წუთიანი დატენვით 128 კმ-ის აღდგენაა შესაძლებელი. სწრაფი დატენვის სიჩქარე Porsche Taycan-ის მიერ შემოთავაზებულ მაჩვენებელზე ( 350 კვტ ) ნაკლებია. მიუნხენელები მომხმარებლის მოზიდვას სხვა ტექნიკური უპირატესობებით აპირებენ.

მსგავსება და განსხვავება

i7 სტანდარტული 7-series-ის ვიზუალს იმეორებს- (ელექტრო მოდელი მხოლოდ დახვეწილი სტილის ნიშნებით გამოირჩევა, მას დამატებული აქვს ლურჯი აქცენტები.)

ისინი ერთსა და იმავე სხეულს, ზომებს და სალონს იზიარებენ.(ეს იმას ნიშნავს, რომ i7-იც BMW-ს iDrive ინფო-გასართობი სისტემის მერვე თაობის პლატფორმას იყენებს. სისტემა 14.9-ინჩიან ცენტრალურ სენსორულ ეკრანზე და 12.3 -ინჩიან ციფრულ ლიანდაგზეა განთავსებული).

რა იმალება “სიღრმეში”

მნიშვნელოვანი განსვავებები „სიღრმეში“ იმალება.

თავად წამყვანი სისტემა ორი ელექტროძრავისგან შედგება, რაც 2023 წლის i7 xDrive60-ს სრულამძრავს ხდის.

წინა ღერძზე მომუშავე ძრავი 255 ცხენის ძალას, ხოლო უკანა ღერძზე განთავსებული ძრავი 308 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. კომბინირებულად ავტომობილს 536 ცხენის ძალა აქვს, მისი ბრუნვის მომენტი კი 744 ნმ-ს უდრის.

i7-ის ძრავის სპეციფიკურმა მახასიათებლებმა აკუსტიკა გააუმჯობესეს. მონტაჟისა და ხმაურის „ინკაფსულაციის“ მეშვეობით ენერგიის მიწოდება გაცილებით უხმაუროდ ხდება.

ჯანსაღი ჯონკურენცია

i7 xDrive60-ს 0-დან 100 კმ/სთ-მდე ასაჩქარებლად 4,5 წამი სჭირდება.

ახალი i7 უფრო მეტ ძალას გამოიმუშავებს, ვიდრე Mercedes EQS (516 ცხენის ძალა), თუმცა მერსედესის ბრუნვის მომენტი, ამ შემთხვევაში 854 ნმ, ანუ, i7-ის მაჩვენებელზე (744 ნმ) მეტია.

EQS 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას უფრო ნაკლებს, 4,3 წამს ანდომებს. თუმცა მაშინ, როდესაც EQS-ს მაქსიმალური სიჩქარე 208 კმ/სთ-ია, i7-ს „ფესვების გადგმა“ 240 კმ/სთ-მდე შეუძლია.

რა, სად, როდის შეკითხვები…

i7-ის წინასწარი შეკვეთები 20 აპრილს დაიწყება. პირველი მიწოდება ამ წლის მეოთხე კვარტალშია მოსალოდნელი.

საბაზისო i7 xDrive60-ის ღირებულება 119,300 აშშ დოლარიდან იწყება, ეს მაჩვენებელი მას 2023 წლის 7 Series დიაპაზონში ყველაზე ძვირადღირებულად აქცევს.

Gallery: 2023 BMW i7

bmw i7

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!


წინა სტატიაBMW აცხადებს, რომ Tesla-ს ელექტრო მანქანების დომინირება დასრულდა
შემდეგი სტატიაLincoln Star-მომავლის კონცეფცია