BMW ჯგუფის გაყიდვების უფროსი პიტერ ნოტა თვლის, რომ ტესლა ელექტრომობილების გაყიდვების უნიკალური მაჩვენებლით დიდი ხანი გამოირჩეოდა, თუმცა, ეს უკვე „დასრულდა“

BMW-ს ელექტრომობილებთან დაკავშირებით საკმაოდ ამბიციური გეგმები აქვს.

ავტომწარმოებლის პროგნოზით 2030 წლისთვის ყოველი ორი გაყიდული პროდუქტიდან მინიმუმ ერთი მაინც სრულად ელექტრო იქნება.

გაყიდვების ზრდასთან ერთად, გერმანული ავტომწარმოებელი აშშ-ს ელექტრომობილების ბაზარზე ტესლას კონკურენტობას აპირებს.

აღსანიშნავია, რომ 2021 წელს მიუნხენელების მმართველობა/ჰეგემონობა აშშ-ს ძვირადღირებული მანქანების ბაზარზე სწორედ ტესლამ დაასრულა.

წელს BMW გლობალური მასშტაბით 200 000 ელექტრომობილის გაყიდვას გეგმავს. ეს, ფაქტობრივად, გასული წლის მიწოდებას გააორმაგებს.

მიუხედავად იმისა, რომ ეს მაჩვენებელი Tesla-ს მიერ 2021 წელს რეალიზებულ 930,000-ზე მეტ ავტომობილთან შედარებით არაფერია, BMW-ს აღმასრულებლები დარწმუნებულნი არიან, რომ Tesla თავის კონკურენტულ უპირატესობას დაკარგავს.

ამერიკელ ჟურნალისტებთან პრესკონფერენციაზე საუბრისას BMW Group-ის გაყიდვების ხელმძღვანელმა პიტერ ნოტამ თქვა, რომ კომპანია ელექტრო მანქანების ხაზის სწრაფ და ეფექტურ გაფართოებაზე გაამახვილებს ყურადღებას.

მანვე აღნიშნა, რომ გასულ წლებთან შედარებით მოთხოვნა ელექტრომობილებზე საკმაოდ გაიზარდა. მოთხოვნის გაზრდამ ახალ-ახალი პროდუქტების წარმოებას დაუდო საფუძველი, შესაბამისად კონკურენციაც უფრო ჯანსაღი და მრავლისმომცველი იქნება.

BMW-ს Tesla-ს წინააღმდეგ ორი ახალი იარაღი აქვს- Model 3-ის კონკურენტი i4 fastback-ი და iX ჯიპი, რომელიც საავტომობილო ბაზარზე Model X-ს „დაუპირისპირდება“.

i4-ის მიწოდება პირველი მომხმარებლებისთვის

ნოტამ i4-ზე ისაუბრა და აღნიშნა რომ ეს არის ელექტრო პროდუქტი, რომელსაც მომხმარებლები გერმანული ბრენდისგან ელიან.

შეკვეთების წიგნი i4-ისთვის და iX-ისთვის უკვე სავსეა, ამერიკელ დილერებს ასობით შეკვეთა აქვთ მიღებული.

i4 და iX აშშ-ს ბაზრისთვის ჯერ მხოლოდ დასაწყისია. მომდევნო ორი წლის განმავლობაში ბავარიელების ელექტრული ხაზიდან შტატებში კიდევ სამი პროდუქტი ჩავა.

ეს იქნება i7 ფლაგმანი სედანი, რომელსაც i5 და სრულად ელექტრო MINI Countryman მოჰყვება.

პიტერ ნოტას ოპტიმისტურ განცხადებებს BMW-ს აღმასრულებელი დირექტორი, ოლივერ ზიპსიც გამოეხმაურა.

„ჩვენ კომპანიას წარმოების შესაძლებლობების ზღვრამდე მივიყვანთ, ამისი წინა პირობა და ნათელი მაგალითი iX და i4-ია.

ფინანსური ინფორმაციის კომპანიის Experian-ის მონაცემებით, 2022 წლის პირველი ორი თვის განმავლობაში BMW-ს აშშ-ში 54,210 ახალი ავტომობილის რეგისტრაცია ჰქონდა, ხოლო ტესლას – 71,250.

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!

BMW

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]