გერმანული მანქანები წარმოუდგენლად შთამბეჭდავი საინჟინრო და დიზაინის სტილით გამოირჩევიან, წარმოგიდნენთ 5 ყველაზე ლამაზ გერმანულ ავტომობილს

გერმანული ავტოინდუსტრია დახვეწილი, გემოვნებიანი და მრავალფეროვანი დიზაინით და ინჟინერიით გამოირჩევა.

ისეთი ბრენდები, როგორებიც არიან- BMW, Mercedes და VW ჯგუფი მთელს მსოფლიოში ინოვაციების მესამედზე მეტს შეადგენენ.

მათი იდეები სხვათა შთაგონება გამხდარა, მათი დამკვიდრებული კრიტერიუმები კი- წარმატების ფორმულა.

1950 Porsche 356 Speedster

5 ყველაზე ლამაზი გერმანული ავტომობილი
მისი სახელწოდებიდან გამომდინარე, ავტომობილი შექიმნა იმისთვის, რომ იყოს სწრაფი.

1948-1965 წლებში პორშემ 356-ის 4 ვერსია შექმნა. 1954 წლიდან კუპეს, კაბრიოლეტისა და სპიდსტერის, სპორტზე ორიენტირებული, დაბალფასიანი ვერსიის შექმნა დაიწყეს.

მისი სახელწოდებიდან გამომდინარე, ავტომობილი შექიმნა იმისთვის, რომ იყოს სწრაფი. 356 უნიკალური იყო ყველა გაგებით…

მისი 1.6 ლიტრიანი ძრავი ჰაერით გრილდებოდა, ის 60 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა თუმცა, მას ამ ენერგიული და კომპაქტური ავტომობილის 159 კმ/სთ-მდე აჩქარება შეეძლო.

5 ყველაზე ლამაზი გერმანული ავტომობილი
მისი ღირებულება, გამოსვლის დროს, 2995 დოლარი იყო.

სპიდსტერი ნამდვილ ჰიტად იქცა, ფასიც, როგორც უკვე აღვნიშნე, კონკურენტებთან შედარებით, მისაღები ჰქონდა.

მისი ღირებულება, გამოსვლის დროს, 2995 დოლარი იყო.

ვერსია, სახელწოდებით 356A 1954-1956 წლებში იწარმოებოდა. მას შემდეგ ავტომობილი მისი უნიკალური და უნაკლო დიზაინის გამო კლასიკად ითვლება.

1955 Mercedes-Benz 300 SL Gullwing

5 ყველაზე ლამაზი გერმანული ავტომობილი
300SL საინჟინრო და დიზაინის სრულყოფის თვალსაჩინო მაგალითია.

300SL საინჟინრო და დიზაინის სრულყოფის თვალსაჩინო მაგალითია. კუპეს დებიუტი 1954 წელს ნიუ-იორკში საავტომობილო შოუზე შედგა.

ის თავისი ეპოქის ყველაზე სწრაფი სერიული მანქანა იყო. მას 3 ლიტრიანი, 6 ცილინდრიანი ძრავი ჰქონდა, რომელიც 215 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. მისი მაქსიმალური სიჩქარე 249 კმ/სთ-ს უტოლდებოდა.

5 ყველაზე ლამაზი გერმანული ავტომობილი
მისი მაქსიმალური სიჩქარე 249 კმ/სთ-ს უტოლდებოდა

მისი სილამაზე მის წარმოუდგენელ შესაძლებლობებს კომპოზიციურად ერწყმოდა და დღეს მისი სახით უნიკალური ექსპონატი გაქვს.

მისი ერთ-ერთი ყველაზე თვალშისაცემი და უნიკალური კომპონენტი „თოლიას ფრთებია“. gull-wing-ის კარები მისი ვიზუალის ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალია.

BMW 507

5 ყველაზე ლამაზი გერმანული ავტომობილი
მას საოცარი 3.2-ლიტრიანი V8 ძრავი ჰქონდა, რომელიც  150 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა.

ფანტასტიკური როდსტერი 1956 წლიდან 1959 წლამდე იწარმოებოდა. ეს შთამბეჭდავი ვერსია Mercedes-Benz-ის მიერ შექმნილი წარმოუდგენლად სწრაფი და დახვეწილი 300 SL-ის კონკურენციის მიზნით შეიქმნა.

მას საოცარი 3.2-ლიტრიანი V8 ძრავი ჰქონდა, რომელიც  150 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა.

5 ყველაზე ლამაზი გერმანული ავტომობილი
ავტომობილი 9000 დოლარი ღირდა.

სამწუხაროდ, BMW-მ 1959 წლისთვის მხოლოდ 252 ერთეული გაყიდა, ეს იმის გამო, რომ გერმანული 507 კონკურენტ მანქანებზე გაცილებით ძვირი, 9000 დოლარი ღირდა.

2001 BMW Z8

5 ყველაზე ლამაზი გერმანული ავტომობილი
ის წინამორბედზე უფრო დიდი, ორჯერ ძლიერი და 10-ჯერ უკეთესი იყო

90-იანი წლების ბოლოს Z3 როდსტერის წარმატების შემდეგ BMW-მ მიღწევის გაუმჯობესება გადაწყვიტა და 2001 წელს Z8 შექმნა.

ის წინამორბედზე უფრო დიდი, ორჯერ ძლიერი და 10-ჯერ უკეთესი იყო. მისი დიზაინი Chris Bangle’s ჯგუფმა შეიმუშავა.

5 ყველაზე ლამაზი გერმანული ავტომობილი
Z8 BMW 507-ის ინსპირაციით შეიქმნა

ჯგუფი პასუხისმგებელი იყო ისეთ მოდელებზე, როგორებიც არიან-Z4, 1, 3, 5, 6, 7 სერიის ვერსიები, X3, X5 და X6 ჯიპები.

Z8 BMW 507-ის ინსპირაციით შეიქმნა. ავტომობილს კლასიკური მანქანის და თანამედროვეობის დაბალანსებული ესთეტიკა აქვს.

2015 Porsche 918

5 ყველაზე ლამაზი გერმანული ავტომობილი
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მანქანა

ბოლო 15 წლის განმავლობაში 918-ზე უფრო მნიშვნელოვანი მანქანა არ შექმნილა. ის ერთდროულად Ferrari LaFerrai და Mclaren P1-ია.

5 ყველაზე ლამაზი გერმანული ავტომობილი
შთამბეჭდავი დნმ

ავტომობილის უკანა მხარე მისი წინამორბედის, Carrera GT-ის მსგავსია. მისი შთამბეჭდავი საჰაეროები ავტომობილის სარბოლო მემკვიდრეობას უსვამს ხაზს.

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!

გერმანული

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]