2024 BMW M5- ავტომწარმოებლის ახალი თაობის მანქანა PHEV მოდელი იქნება

მიუნხენის გარეუბანში BMW M-ის სათაო ოფისის მიმდებარე გზებზე ჯაშუშურად შენიღბული 2024 BMW M5 დააფიქსირეს.

2024 BMW M5

BMW-ს M performance მანქანების განყოფილება მეშვიდე თაობის M5-ს ახალი, ჰიბრიდული ამძრავი სისტემით წარმოგვიდგენს. ავტომობილის შესაძლებლობა 700 ცხენის ძალამდე გაიზრდება.

ახალი სუპერ ავტომობილი, რომლის გამოსვლაც 2024 წელს იგეგმება M მოდელების სერიებს მიჰყვება და ისიც ჩვეულებრივი შიდა წვის ძრავიდან plug-in ჰიბრიდულ სიმძლავრეზე გადადის, ეს ფაქტი კი მისი სიმძლავრის და მუშაობის ზრდას უზრუნველყოფს.

მოსაზრებები, ვარაუდები, ჭორები…

დეტალები M5-ის შესახებ კვლავ მწირია, გამოჩენიდან 2 წლის თავზეც კი „სანდო წყაროებიდან“ გამოტანილ, შეკოწიწებულ ინფორმაციას ვისმენთ და დანარჩენსაც ჯაშუშურად შენიღბული მანქანის საფარველქვეშ გამოკვეთილი სათუო დეტალებზე დაკვირვებით ვაანალიზებთ.

ერთ-ერთი ინფორმაციის მიხედვით, უამრავ საინჟინრო ცვლილებასთან ერთად, ავტომობილი უკან დამონტაჟებულ ელექტროძრავს გამოიყენებს.

ელექტროძრავის გამოყენება M5-ის შესაძლებლობებს 200 ცხენის ძალით და 298 ნიუტონ მეტრით გაზრდის,  შესაბამისად, ავტომობილის ცხენის ძალა 790-მდე, ხოლო ბრუნვის მომენტი 999 ნიუტონ მეტრამდე გაიზრდება.

რაც შეეხება შიდა წვას, ის, სავარაუდოდ კვლავ BMW-ს 4.4-ლიტრიან ორმაგ ტურბო V8 ძრავზე იმუშავებს.

ეს მონაცემები ახლახან გამოვლენილ Concept XM-ს ეყრდნობა, ის მსგავსი ტიპის მოწყობის წყალობით 740 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

როგორც დღევანდელი M5-ის შემთხვევაში, სიმძლავრე ამჯერადაც რვა სიჩქარიანი ავტომატური გადაცემანათ კოლოფით გადაიცემა, მისი მართვა კი საჭეზე დამონტაჟებული გადამრთველით მოხდება.

მედიის ბოლო ცნობებით/ვარაუდებით M5 სრულად ელექტრო ძრავით უნდა აღეჭურვათ. დღეს უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს მოსაზრება სიმართლეს არ შეესაბამება.

როგორც უკვე აღვნიშნე M5, სავარაუდოდ, 2023 წლის ბოლოს, ან 2024 წლის დასაწყისში გამოვა.

BMW M5

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!


  • თეგები
  • #BMW
წინა სტატიაSkoda-ს გაყიდვები 2021-ში 12,9%-ით შემცირდა
შემდეგი სტატია10 საუკეთესო ავტომობილი, რომლებსაც 2022 წელს ვიხილავთ