2023 BMW XM კონცეფციის დიზაინის 90%-ს საწარმოო მოდელში გაიმეორებენ

რაც არ უნდა ვთქვათ BMW-ს ამ უახლესი ავტომობილის BMW XM-ის დიზაინზე ფაქტი ერთია, კომპანიამ ნამდვილად იცის თუ როგორ უნდა გამოიწვიოს აჟიოტაჟი ახალი მანქანის გამოსვლამდე.

BMW XM-ის “რადიკალური” დიზაინი

BMW XM

პოლარიზებული Concept XM ყურადღების ცენტრში მხოლოდ მისი რადიკალური დიზაინის გამო არ მოექცა, არ დაგვავიწყდეს რომ ის ლეგენდარული M „ბეიჯის“ ქვეშ დგას.

აგრესიული გარეგნობის ჯიპი ფირმის ყველაზე მძლავრი სერიული მანქანა გახდება და გაიყიდება PHEV ვერსიით.

საწარმოო ვერსია კონცეფციის დიზაინის 90%-ს გაიმეორებს

თუ კონცეფციის რადიკალურად კუთხოვანი დიზაინი არ მოგწონთ თქვენთვის ცუდი ამბავი გვაქვს, BMW ცნობით სერიული ვერსია კონცეფციის ვიზუალის მინიმუმ 90%-ს შეინარჩუნებს.

(ეს მოიცავს გაყოფილ წინა თხელ led ფარებს და უკანა ექსტრაორდინალური ფორმის სამუხრუჭეებს).

ვისი მოზიდვა სურს BMW-ს? M განყოფილების ხელმძღვანელი ფრანსისკუს ვან მეელი ამბობს, რომ 750 ცხენის ძალის მქონე ელექტრიფიცირებული ჯიპის მიზანი განსხვავებული (არა-კონფორმისტები) და ექსტრავერტი, ოპტიმისტი ადამიანების მოზიდვაა.

ასევე დასძინა, რომ ისინი იმ კატეგორიის მომხმარებლების მიზიდვასაც გეგმავენ, რომლებიც აქამდე უკან იხევდნენ და ბრენდის „მაცდუნელები ბორბლის“ წევრობაზე უარს ამბობდნენ.

BMW XM-ის მთავარი ბაზარი შეერთებული შტატები იქნება, თუმცა ის მთელს მსოფლიოში გაიყიდება. მისი წარმოება მომავალი წლის ბოლოს სამხრეთ კაროლინაში, სპარტანბურგის ქარხანაში დაიწყება.

ავტომობილის დიზაინში საუკეთესო სპილენძის გამოყენება M-ს ახასიათებს, როგორც : “გამომსახველობითი ფუფუნების მწვერვალს”.

გარდა მკვეთრი დიზაინის ენის გამოყენებისა ახალი XM “ბიმერს” მიმზიდველი ინტერიერისკენ უხსნის გზას.

მყუდრო და კომფორტული ინტერიერი

ვან მეელის თქმით, მომხმარებელს მათი მანქანების შიგნით უფრო მეტი ფუფუნება და კომფორტი სურთ, სწორედ ამიტომ კონცეფციის სალონი საკმაოდ მყუდრო და კომფორტულია.

ჯერ უცნობია კონცეფციის რა დეტალები განმეორდება საწარმოო ვერსიის სალონში, თუმცა, დიდი ალბათობით, რადიკალურ და მკვეთრ ცვლილებებს არ განახორციელებენ.

რატომ plug-in ჰიბრიდი?

BMW XM

რატომ plug-in ჰიბრიდი? BMW განმარტავს, რომ მათს მომხმარებლებს ჯერ კიდევ სურთ დიდი ზომის V8, თუმცა, გერმანული პრემიუმ ბრენდის სტანდარტები ემისიის (გამონაბოლქვის/ჰაერის დაბინძურების) მკაცრ რეგულაციებს უნდა შეესაბამებოდეს.

შესაბამისად, მიიღეს გადაწყვეტილება, და ბენზინის ძრავს ელექტრო ძრავასთან და ბატარეის პაკეტთან აერთიანებენ. აღსანიშნავია რომ ბატარეა 48 კმ-იან, ნულოვანი გამონაბოლქვის დიაპაზონს უზრუნველყოფს.

არ აქვს მნიშვნელობა მოგწონთ თუ არ მოგწონთ ახალი XM, ის დიზაინის ახალ მიდგომებს, ახალ სტანდარტებს დააწესებს და მსგავსი ტიპის მოდელებს PHEV ვერსიის დანერგვისკენ უბიძგებს.

“რა, სად, როდის, რამდენი” ?

BMW XM

საინტერესოა რამდენს იწონის ახალი მანქანა, იმის გათვალისწინებით რომ X6 M-ის მასა, ყოველგვარი ელექტრო ტექნიკის გარეშე 2,295 კილოგრამს იწონის, ალბათ XM-ის შემთხვევაში უფრო მეტ რიცხვებს უნდა ველოდოთ.

და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო შეკითხვა- რა ეღირება XM? ამის თქმა ჯერ ძალიან ადრეა, თუმცა, 109,400 დოლარიან X6 M-ზე მეტ რიცხვს ნამდვილად უნდა ველ

ოდოთ. (ცნობისთვის, Porsche Cayenne Turbo S E-Hybrid Coupe-ის ფასი 167,800 დოლარიდან იწყება).

როგორც უკვე აღვნიშნე ავტომობილის წარმოება 2022 წლის ბოლოს დაიწყება.

BMW XM

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!


წინა სტატიაXiaomi პეკინში ელექტრო მანქანების ქარხანას ააშენებს
შემდეგი სტატია2023 BMW i7-ის თიზერი გავრცელდა, ელექტრული სედანი შვედეთში ზამთრის ტესტირებას გადის