2023 BMW i7- პირველი „7“ შიდა წვის ძრავის გარეშე, მომავალ წელს გამოვა

BMW-ს მტკიცებით i7 „მსოფლიოში პირველი სრულად ელექტრო ძვირადღირებული სედანი“ იქნება. სურათები, რომლებიც ინტერნეტში გავრცელდა არიეპლოგში (Arjeplog) შვედეთში, BMW-ს  ზამთრის ტესტირების ცენტრშია გადაღებული.

ბავარიელები „არჩევანის ძალის“ სტრატეგიას მიმართავენ და თავიანთ „luxobarge“-ს გვთავაზობენ ბენზინის, დიზელის, დანამატი ჰიბრიდის და ელექტრო ძრავებით. i7-ის მსოფლიო პრემიერას კი მომავალი წლისთვის გეგმავენ.

ჩრდილოეთის “ირემი”

პრემიერამდე კი ასეთი მოცემულობა გვაქვს- ვხედავთ ჩრდილოეთის ყინულებზე „გაჭრილ“ სრულად შენიღბულ პროტოტიპს, საწარმოო კორპუსით და დროებითი ფარებით.

ამ კვირის დასაწყისში ექსტრაორდინალური XM-ის კონცეფციის ხილვის შემდეგ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მომავალ სედანს, რომელსაც ფლაგმანობას უწინასწარმეტყველებენ,  XM-ის მსგავსად გაყოფილი ფარები ექნება.

სედანის ხილული განათება წინა მხარეს დროებითი ნაკრებია, ხოლო დღის ლედ განათების ზედა ზოლი შენიღბვის ქვეშაა მოქცეული.

კარგად ნაცნობი პლატფორმა

BMW i7

როგორც „ჯაშუშურ“ კადრებში ვხედავთ i7 ძირითადად ისევე გამოიყურება, როგორც ჩვეულებრივი 7 სერიის ავტომობილი.

რატომ არის ასე? BMW-ს ხაზის ახალი სამკაული კარგად ნაცნობ, შიდა წვის ძრავიანი ვერსიების არქიტექტურას იმეორებს.

დამუხტვის პორტი და გლუვი სახელურები

არქტიკული წრიდან რამდენიმე კილომეტრით დაშორებულ გაყინულ ტბებზე გამოსაცდელად გაშვებულ i7 პროტოტიპს კომპანიის ახალი დიზაინის კარის სახელურები აქვს, ისინი აეროდინამიკის გაუმჯობესების მიზნით ავტომატური და გლუვია.

შესამჩნევია დამუხტვის პორტის განყოფილებაც, ის უკანა ფართან, მგზავრის მხარესაა დამონტაჟებული. BMW ადასტურებს, რომ ელექტრო 7 სერია მეხუთე თაობის eDrive ტექნოლოგიას გამოიყენებს, (ის  iX  ელექტრო ჯიპში უკვე დაინერგა).

ტესტირება მინუს ტემპერატურაზე

BMW i7

სედანს ამჟამად ნულზე დაბალ ტემპერატურაზე ცდიან, ამით მსგავს მკაცრ პირობებში ბატარეის და ტემპერატურის კონტროლის სისტემის გამართულ მუშაობას აკვირდებიან. ინჟინრები ასევე ამოწმებენ მუხრუჭებს და მანქანის ავტომატურ შენელებას.

საწარმოო მოდელს, სავარაუდოდ, 2022 წლის მეორე ნახევარში უნდა ველოდოთ. გაყიდვებს კი მომავალი წლის ბოლოდან, ან 2023 წლის დასაწყისიდან დაიწყებენ.

Gallery: 2023 BMW i7

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!

BMW i7

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]