BMW i7 ოჯახის ახალი და ყველაზე ძლიერი წევრი იქნება, ელექტრომობილის დებიუტი აპრილში იგეგმება

BMW ბოლო რამდენიმე თვეა i7-ს აქტიურად ტესტავს და როგორც ჩანს, დებიუტს სულ მალე ვიხილავთ.

ახალ და საკმაოდ ვრცელ (353 გვერდიან) პრესრელიზში, რომელშიც კომპანიის 2021 წლის ფინანსური შედეგებია ასახული, დასტურდება, რომ ელექტრო სედანის დებიუტი მიმდინარე წლის აპრილში იქნება.

ავტომწარმოებლის კონფერენცია

ზუსტი თარიღი არ არის მითითებული, თუმცა ცნობილია, რომ პრემიერა გლობალური იქნება ნიუ-იორკში, მიუნხენსა და პეკინში/ბეიძინში.

BMW -ს ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ:

”ყველა ჩვენგანი მოუთმენლად ველით ახალი BMW 7 სერიის ბაზარზე გაშვებას: პროგრესული, ციფრული და ინოვაციური, ის ერთადერთი ძვირადღირებული სედანია, რომელიც მომხმარებელს ამძრავის არჩევანს სთავაზობს. ყველაზე ძლიერი ვარიანტი – BMW i7 – სრულად ელექტროა. აპრილში მას მსოფლიოს ძირითად რეგიონებში- ნიუ-იორკში, მიუნხენსა და პეკინში წარვადგენთ.“

i7-თან მიმართებით გაკეთებული განცხადება, რომელიც ელექტრო სედანს ყველაზე ძლიერ ვარიანტად მოიხსენიებს, საკმაოდ ამაღელვებლად ჟღერს.

წინა თიზერებიდან ვიცით, რომ i7 ორძრავიანი ელექტრო სისტემით იკვებება, რომელიც თავისთავად ე.წ all-wheel drive სისტემის უპირატესობას უზრუნველყოფს.

თუ წინასწარ გავრცელებულ ინფორმაციას დავუჯერებთ i7 იმავე ძრავს იყენებს, რომელსაც iX M60-ი.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ ავტომობილის სიმძლავრეს ორი ელექტრო ძრავი უზრუნველყოფს, რომელთა მაქსიმალური სიმძლავრე (სპორტის რეჟიმში) 610 ცხენის ძალას, ბრუნვის მომენტი კი 1100 ნიუტონ მეტრს უტოლდება.

ამ დროისთვის BMW მხოლოდ იმას ამბობს, რომ ელექტრო სედანი “600 ცხენის ძალაზე მეტის” გამომუშავებას შეძლებს.

Gallery: 2023 BMW i7

რამდენიმე ახალი თიზერული სურათით თუ ვიმსჯელებთ i7-ი ვიზუალურად, BMW iX-ს ჰგავს, მსგავსება, ძირითადად, ცხაურზე მოდის.

მათთვის, ვინც არ არის „დაინტერესებული საჭესთან დროის გატარებით“, ბავარიული კომპანია ამბობს, რომ i7 მე-3 დონის ავტონომიური მართვის აპარატურით იქნება აღჭურვილი.

რაც შეეხება დისტანციას- ერთჯერადი დამუხტვით, ავტომწარმოებლის შეფასებით, i7 580 – 610 კმ-იან დიაპაზონს უზრუნველყოფს.

ისიც უნდა ითქვას, რომ ეს დადასტურებული მომაცემები არის, ეს მხოლოდ წინასწარ გამოთქმული ვარაუდებია, რომლებიც ავტომობის განვითარების საფეხურებს ეფუძნება.

BMW ამჟამად i7-ის საბოლოო ტესტებს ატარებს. ავტომწარმოებელს ოფიციალურ დებიუტამდე სულ რამდენიმე კვირა აშორებს.

BMW-ს ფინანსური შედეგების პრეზენტაციაზე ისიც დადასტურდა, რომ iX1 ამ წლის ბოლოს გამოვა.

ცნობისთვის: BMW-მ გასულ წელს გლობალურად 103,854 სრულად ელექტრო მანქანა მიაწოდა. ეს კი 2020 წლის მონაცემებზე 133,2%-ით მეტია.

BMW i7

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!


  • თეგები
  • #BMW
წინა სტატიაყველაზე მძლავრი სამხედრო თვითმფრინავები
შემდეგი სტატიაLotus Emira 360 ცხენის ძალას AMG-ის ძრავიდან იღებს