მთავარი სიახლეები BMW 2022 წლის ელექტრომობილები- „როდის რას უნდა ველოდოთ“ (აპრილი/მაისი)

2022 წლის ელექტრომობილები- „როდის რას უნდა ველოდოთ“ (აპრილი/მაისი)

114

გთავაზობთ რუბრიკას- 2022 წლის ელექტრომობილები, „როდის რას უნდა ველოდოთ“ სეზონების და თვეების მიხედვით

რუბრიკის შემდეგი თემა აპრილს და მაისს მოიცავს. მარტის მსგავსად აპრილი/მაისიც ნაყოფიერი და საინტერესოა:

აპრილი/მაისი

BMW iX M60:

2022 წლის ელექტრომობილები- „როდის რას უნდა ველოდოთ“ (აპრილი/მაისი)
ავტომობილი 610 ცხენის ძალას გამოიმუშავებს

iX M60 ორ ელექტროძრავს და 111,5 კილოვატ-საათიან ბატარეის პაკეტს იყენებს. ავტომობილი 610 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, მისი ბრუნვის მომენტი კი 1100 ნიუტონ/მეტრია. (სპორტრეჟიმის დროს)

სტანდარტული მართვის რეჟიმის დროს iX M60, რა თქმა უნდა, გარკვეულ ძალას კარგავს, თუმცა მაინც გვთავაზობს მძლავრ 532 ცხენის ძალას და მისი ბრუნვის მომენტი, ამ შემთხვევაში 1,015 ნ/მ-ს უტოლდება.

iX M60-ს 0-დან 100 კმ/სთ-მდე  ასაჩქარებლად სულ რაღაც 3,6 წამი სჭირდება. მისი მაქსიმალური სიჩქარე (ელექტრონულად შეზღუდული) 250 კმ/სთ-ია.

Citroen Ami:

2022 წლის ელექტრომობილები- „როდის რას უნდა ველოდოთ“ (აპრილი/მაისი)
მისი ძრავი მხოლოდ 8 ცხენის ძალას გამოიმუშავებს

საზოგადოება Citroen Ami-ს გამოჩენას პოზიტიურად შეხვდა. 2-ადგილიანი ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე 45 კმ/სთ-ია, მას 5,5 კვტ/სთ-იანი ბატარეა კვებავს. მისი ძრავი მხოლოდ 8 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

Porsche Taycan GTS:

2022 წლის ელექტრომობილები- „როდის რას უნდა ველოდოთ“ (აპრილი/მაისი)
მისი სიმძლავრე 590 ცხენის ძალაა

GTS Taycan 4S-სა და Turbo-ს შორის “მოთავსდება”, მას ტურბოს მსგავსად ორმაგი ძრავი ექნება, თუმცა მისი სიმძლავრე 670 ცხენის ძალიდან 590-მდე ჩამოდის.

უცვლელი რჩება ბრუნვის მომენტი, ის 848 ნიუტონ მეტრს უტოლდება. აპრილშივე იგეგმება Porsche Taycan Sport Turismo-ს გამოშვებაც.

Genesis GV60:

2022 წლის ელექტრომობილები- „როდის რას უნდა ველოდოთ“ (აპრილი/მაისი)
GV60 Hyundai-ს E-GMP პლატფორმაზე იქნება დაფუძნებული

Genesis-ის პირველი ელექტრომობილი GV60 Hyundai-ს E-GMP პლატფორმაზე იქნება დაფუძნებული. ამ პლატფორმას იყენებს Ioniq 5 და Kia EV6.

Genesis-ი აცხადებს, რომ ორმაგი ძრავის და four-wheel drive სისტემის წყალობით მოწინავე მოდელს სპორტული მანქანის მსგავსი შესრულება აქვს.

Lexus RZ:

2022 წლის ელექტრომობილები- „როდის რას უნდა ველოდოთ“ (აპრილი/მაისი)
ბრენდი ამაღელვებელ და შთამბეჭდავ შესრულებაზე აპელირებს

საზოგადოებას ლექსუსის პირველი ელექტრომობილის სერიული ვერსია ჯერ არ უნახავს, თუმცა ვიცით, რომ RZ სრულიად ახალი და განსხვავებული ტექნოლოგიის ავტომობილი იქნება.

ავტომწარმოებელი ამბობს, რომ ქროსოვერი e-TNGA პლატფორმაზე იქნება დაფუძნებული. ამავე პლატფორმას ეფუძნება Toyota bZ4X და Subaru Solterra.

ბრენდი ამაღელვებელ და შთამბეჭდავ შესრულებაზე აპელირებს. საინტერესო დეტალებს მაისში შევიტყობთ.

Mercedes-Benz EQT:

2022 წლის ელექტრომობილები- „როდის რას უნდა ველოდოთ“ (აპრილი/მაისი)
EQT კონცეფცია EQ-ს ხაზის საფირმო დიზაინს იმეორებს

Renault-თან პარტნიორობით შემუშავებული EQT კონცეფცია EQ-ს ხაზის საფირმო დიზაინს იმეორებს. ავტომობილი 7-ადგილიანია, თუმცა საუბრობენ 5-ადგილიან კონფიგურაციაზეც.

ავტომობილი მოწინავე ტექნოლოგიითაა აღჭურვილი და ის Volkswagen Caddy-ის კონკურენტად ითვლება. რაც შეეხება მიზნობრივ აუდიტორიას, ის ოჯახებზე და დასვენება/მოგზაურობის მოყვარულ ადამიანებზეა გათვლილი.

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!

ელექტრომობილები აპრილი მაისი

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]