გთავაზობთ რუბრიკას- 2022 წლის ელექტრომობილები, „როდის რას უნდა ველოდოთ“ სეზონების და თვეების მიხედვით

2021 ელექტრომობილების გაყიდვის თვალსაზრისით, რეკორდული წელი იყო.  გასულ წელს უფრო მეტი ავტომობილი დარეგისტრირდა, ვიდრე წინა ხუთ წელს ერთად აღებული.

მიუხედავად იმისა, რომ საავტომობილო ინდრუსტრია მიწოდების კრიზისის წინაშე დგას, საზოგადოება ნულოვანი გამონაბოლქვის მოდელების კიდევ ერთ ნაყოფიერ წელს ელოდება.

გთავაზობთ საინტერესო რუბრიკას 2022 წლის ელექტრული გეგმების შესახებ. ამ რუბრიკას ახალი სეზონით ვიწყებთ, ჩვენი რუბრიკის პირველი და ზამთრის სეზონის ბოლო თვე თებერვალია :

თებერვალი:

BMW i4:

2022 წლის ელექტრომობილები- „როდის რას უნდა ველოდოთ“
ყველაზე მაღალი დონის i4 M50 მოდელების ფასი, სავარაუდოდ, 66,895 დოლარიდან დაიწყება

ტესლა Model 3-ს ახალი კონკურენტი ჰყავს. მოდელი ელექტრო მე-4 სერიის Gran Coupé-ს სტილს იმეორებს და მასაც უჩვეულო ცხაური ექნება.

ყველაზე მაღალი დონის i4 M50 მოდელების ფასი, სავარაუდოდ, 66,895 დოლარიდან დაიწყება. მისი სიმძლავრე 536 ცხენის ძალას გაუტოლდება, ბრუნვის მომენტი კი 794 ნიუტონ მეტრი იქნება. ამ ყველაფერს კი 80.7 კვტ/სთ სიმძლავრის ბატარეა უზრუნველყოფს. ვარაუდობენ, რომ მისი დიაპაზონი 416- 521 კმ იქნება.

Genesis Electrified G80:

2022 წლის ელექტრომობილები- „როდის რას უნდა ველოდოთ“
Genesis-ის ეს მოდელი მერსედესის EQS-ს კონკურენტია

Genesis-ის ეს მოდელი მერსედესის EQS-ს კონკურენტია. ის ვიზუალურად შიდა წვის ძრავიანი G80-ს იდენტურია. თუმცა, ორმაგი ძრავის და four-wheel drive სისტემის წყალობით ის 365 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას კი 4,9 წამში ახერხებს.

ამ ძვირადღირებული ვარიანტის ძირითადი მახასიათებლები 800 ვოლტიან სისტემას მოიცავს, ის 350 კვტ-მდე სწრაფ დატენვას უზრუნველყოფს.

Mercedes-AMG EQS 53:

2022 წლის ელექტრომობილები- „როდის რას უნდა ველოდოთ“
Porsche Taycan Turbo S-ის კონკურენტი გთავაზობთ ორმაგ ძრავას 751 ცხენის ძალით, მისი ბრუნვის მომენტი კი 1019 ნიუტონ მეტრია.

გასულ წელს Mercedes-Benz-მა რამდენიმე ახალი ელექტრო მოდელი შემოგვთავაზა. EQS 53 AMG-ს პირველი სრულად ელექტრო მანქანაა.

Porsche Taycan Turbo S-ის კონკურენტი გთავაზობთ ორმაგ ძრავას 751 ცხენის ძალით, მისი ბრუნვის მომენტი კი 1019 ნიუტონ მეტრია.

დიზაინის თვალსაზრისით დიდი ცვლილებები არ იგეგმება, თუმცა, ვარაუდობენ რომ მოდელის საჭე და ძრავები AMG-ს სპეციფიკურ მორთვა/რეგულირებას მიიღებს.

რუბრიკის შემდეგი სეზონი გაზაფხული იქნება- მარტში საკმაოდ საინტერესო სიახლეებია დაგეგმილი, ვნახოთ, კიდე რითი გაგვაოცებს ავტოინდუსტრია…

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!

2022 წლის ელექტრომობილები

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]