მთავარი სიახლეები BMW 2022 წლის BMW 2-Series Active Tourer-თამამი ექსტერიერი და მოცულობითი ინტერიერი

2022 წლის BMW 2-Series Active Tourer-თამამი ექსტერიერი და მოცულობითი ინტერიერი

123

BMW 2-Series Active Tourer-ის ინტერიერის განახლება მოიცავს iX-ით შთაგონებულ, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ წინა დაფას

მეორე თაობის BMW 2 Series Active Tourer თამამი ექსტერიერით, განახლებული ძრავებით და უახლესი ტექნოლოგიით გამოჩნდა.

ავტომობილის შეკვეთა, დიდ ბრიტანეთში უკვე შესაძლებელია, მისი წარმოება 2022 წლისთვის იგეგმება, ფასი კი დაახლოებით £30,265 გირვანქა სტერლინგი იქნება.

განახლებული ექსტერიერი

2022 წლის BMW 2-Series Active Tourer-თამამი ექსტერიერი და მოცულობითი ინტერიერი
მანქანა მეორე სერიის კუპეს ხაზს მიჰყვება და ინარჩუნებს FAAR არქიტექტურას

მანქანა მეორე სერიის კუპეს ხაზს მიჰყვება, ინარჩუნებს FAAR არქიტექტურას, რომელიც გამოიყენება BMW 2 სერიის Gran Coupé-ს, BMW X1-ის და Mini Countryman–ის შემთხვევაში.

ყველაზე აშკარა განსხვავება გაფართოებული ცხაურია, რომელშიც მძღოლის დამხმარე მოწინავე ტექნოლოგიების სენსორებია განთავსებული, გაუმჯობესებულია აეროდინამიკაც.

შეცვლილი წინა და უკანა ფარები

მას გამორჩეული გვერდითი ხაზები, ახალი ფარები და უკანა სამუხრუჭეები აქვს. ის წინა მოდელს 32 მმ სიგრძით, 24 მმ სიგანით და 21მმ სიმაღლით აღემატება. ბორბლების ბაზა უცვლელი რჩება-2,6 მეტრი.

გაუმჯობესებული ტექნოლოგიები

ყველაზე თვალშისაცემი მოდიფიკაცია მანქანის სალონში მოიძებნება, მას დეტალები აღებული აქვს BMW-ს ელექტრული ხაზის ახალი ფლაგმანიდან-iX.

მას 10.25-ინჩიანი ციფრული აღმრიცხველი და 10.7-ინჩიანი სენსორული ეკრანი აქვს, რომელიც BMW-ს უახლესი, მერვე თაობის iDrive ინფო-გასართობ სისტემაზე მუშაობს.

გაუმჯობესებულია მართვის სისტემებიც, რომელიც ღილაკების ნაცვლად სმარტფონის სტილის ინტერფეისით იმართება. ახალი ფუნქციები მოიცავს სანავიგაციო ასისტენტს, ხმის კონტროლს და სხვ.

ახალი BMW 2-Series Active Tourer გთავაზობთ 1.5 ლიტრიან სამცილინდრიან ძრავს, 168 ცხენის ძალით და 2.0 ლიტრიან ოთხცილინდრიან ტურბო ძრავს, 215 ცხენის ძალით.

ორივე აღჭურვილია 48 ვოლტიანი რბილი ჰიბრიდული ტექნოლოგიით.(პლუს 2.0 ლიტრიანი დიზელი)  მას შვიდ სიჩქარიანი ორმაგი გადაბმულობის ავტომატური გადაცემათა კოლოფი აქვს.

მომავალ ზაფხულს, BMW უკანა ღერძზე ელექტრო ძრავის დამატებას გეგმავს, ამ შემთხვევაში შემოთავაზებული იქნება 242 ან 322 ცხენის ძალა. ბატარეას, სავარაუდოდ, 80 კმ-იანი დიაპაზონი ექნება.

Gallery: BMW 2 Series Active Tourer

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!

Active Tourer

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]