1957 წლის BMW 507, რომელმაც ავტოფარეხში, თითქმის, ნახევარი საუკუნე გაატარა, შესაძლოა აუქციონზე 2.2 მილიონ დოლარად გაიყიდოს

იშვიათი BMW 507, რომელმაც ავტოფარეხში 40 წელი გაატარა, ახალ სიცოცხლეს იძენს. 1957 წლის როდსტერი 30 სექტემბერს Bonhams Audrain Concours-ის აუქციონზე გაიყიდება.

საავტომობილო „გრაალი“, სავარაუდოდ 1,8-2,2 მილიონ დოლარად გაიყიდება.

507 დღემდე ყველაზე სასურველ საკოლექციო ბიმერად ითვლება. გერმანულმა ბრენდმა 50-იანი წლების ბოლოს ფლაგმანური სპორტული მანქანის მხოლოდ 252 ნიმუში შექმნა.

გლამურული კაბრიოლეტის ექსკლუზიურობამ (და ფასმა) იმ ეპოქის გავლენიანი ადამიანების ყურადღება მიიპყრო. როდსტერის ცნობილი მფლობელები ელვის პრესლი და მეფე კონსტანტინე II არიან.

507, სტანდარტულად, V-8 ძრავით და 4 სიჩქარიანი ZF მექანიკური ტრანსმისიით იყო აღჭურვილი.

ეს კონკრეტული მოდელი, თავდაპირველად, კარაკასში, ვენესუელაში გაამგზავრეს. ანტიკვარი, საბოლოოდ, 1979 წელს ახლანდელი მფლობელის მამამ შეიძინა და ავტომობილმა მონრეალში, კანადაში დაიდო ბინა.

მოკრძალებულ ავტოფარეხში შეყენებული დიდებული არტეფაქტი 43 წლის განმავლობაში აგროვებდა მტვერს.

მანქანა 70-იანი წლების დასაწყისში გადაკეთდა და Pontiac Bright Blue Metallic-ში გადაიღება. ხელუხლებელია ორიგინალი ინტერიერი.

„ავტოფარეხში აღმოჩენილი ეს საგანძური, რომელიც 40 წლის განმავლობაში მტვრით „იჟღინთებოდა“ სერიოზულ კოლექციონერებს საოცარ შესაძლებლობას სთავაზობს.“-ერიკ მინოფი Bonhams US Motor Cars-ის უფროსი სპეციალისტი.

1957 BMW507

BMW 507

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!


  • თეგები
  • #BMW
წინა სტატიამსოფლიოს უსწრაფესი მანქანები Goodwood-ის ფესტივალზე იასპარაზებენ
შემდეგი სტატია2023 წლის Hyundai Ioniq 6- ახალი თიზერი