დახვეწილი და მდიდრული ინტერიერის კომპოზიციური შერწყმა შთამბეჭდავ შესაძლებლობებთან და ტექნოლოგიურ სიახლეებთან- ეს თანამედროვე ძვირადღირებული ჯიპების კონკურენციაა
ძვირადღირებული ჯიპები დღეს, რა თქმა უნდა, უფრო დახვეწილ ფუნქციებს, კომფორტულ მგზავრობას, შთამბეჭდავ შესრულებას და ტექნოლოგიურ მრავალფეროვნებას გვთავაზობენ.
ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი Bentley Bentayga-ია, მას სპორტული ავტომობილის შესაძლებლობები აქვს და ის მაქსიმალურ 305 კმ/სთ სიჩქარეს ავითარებს. ანდაც Mercedes-Benz G-Class ავიღოთ…
ამ დიდი და ძვირადღირებული მანქანების უმეტესობა “fuel-efficient”, საწვავის დაზოგვა/ეკონომიურობითაც გამოირჩევა.
მაგალითად, BMW X7 ძრავის სხვადასხვა ვარიაციითაა წარმოდგენილი, მათ შორისაა დიზელის ძრავი. დიზელის ძრავის ვარიანტს გვთავაზობს Cadillac Escalade-ც.
როგორც უკვე აღვნიშნე ჯიპების ბაზარი დიდი კონკურენციით ხასიათდება. მოდი, 10 მდიდრული ჯიპი განვიხილოთ, ისინი აერთიანებენ, როგორც- მდიდრულ ინტერიერს, შთამბეჭდავ შესრულებას, ასევ ფუნქციურ მრავალფეროვნებას და მოწინავე ტექნოლოგიებს:
10.Mercedes-AMG G63

ტექნოლოგიური მრავალფეროვნების, სიმძლავრისა და კომფორტის კომბინაციის წყალობით AMG G63 ერთ-ერთი საუკეთესო მდიდრული ჯიპია ბაზარზე. G63-ს მძლავრი, 4.0-ლიტრიანი ორმაგი ტორბო V8 ძრავი აქვს. ავტომობილი თანამედროვე ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი, მათ შორისაა სმარტფონის უსადენო დამტენი.

2021 წლის G63 თანამედროვე ტექნიკური და საინფორმაციო გასართობი ფუნქციების მრავალფეროვნებით გამოირჩევა. სალონში ნახავთ 12-ინჩიან ციფრულ ინსტრუმენტების პანელს. მანქანაში საკმაოდ დიდი ადგილია, როგორც მძღოლისთვის, ასევე მგზავრებისთვისაც. ასე რომ ამ ავტომობილით მგზავრობა საკმაოდ კომფორტული და მოსახერხებელია.
9. Mercedes-Maybach GLS 600

GLS 600 კაპოტზე განთავსებული სამქიმიავი ვარსკვავის და არჩევითი ორი ფერის კომბინაციის წყალობით, წარმოუდგებელია ვინმეს შეუმჩნეველი დარჩეს. Maybach-ის ეს ჯიპი არის მანქანა, რომელიც გამვლელებს აიძულებს გაჩერდნენ, დააკვირდნენ და აღფრთოვანდნენ მისით.

GLS ხელით შექმნილი 4.0-ლიტრიანი ორმაგი ტურბო V8 ძრავითაა აღჭურვილი, ის 550 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, მისი ბრუნვის მომენტი კი 728 ნიუტონ მეტრია. Maybach ხელმისაწვდომია, როგორც სტანდარტულ 5 ადგილიანი სახით, ასევე 4-ადგილიანი კონფიგურაციითაც.
8. BMW X7

X7 ცნობილია, როგორც ერთ-ერთი გამორჩეული დიდი ზომის ძვირადღირებული ჯიპი. ის ექვსცილინდრიანი და V8 ძრავის მეშვეობით შთამბეჭდავ შესრულებას უზრუნველყოფს.
X7-ს ძვირადღირებული მასალებისგან შექმნილი სალონი აქვს, ის ასევე თანამედროვე ინფო-გასართობი სისტემითაც გამოირჩევა. ინტერიერი მშვიდია, როგორც-ბიბლიოთეკა. ის მყუდრო და კომფორტულია.

ავტომობილში მგზავრებისთვის საკმაოდ დიდი ადგილია. მიუხედავად იმისა, რომ მისი ტვირთის გადასატანი არეალი უფრო მცირეა ვიდრე, მაგალითად: Mercedes-Benz GLS-ის ან Jeep Grand Wagoneer-ის, ის „დანაკლისს„ თავისი ძრავით და მაღალტექნოლოგიური მახასიათებლებით ინაზღაურებს.
7. Jeep Grand Wagoneer

ახალი, 2022 წლის Jeep Grand Wagoneer-ი ავტომწარმოებლის ნამდვილი შედევრია. ჯიპი ყველა მნიშვნელოვან, მაღალი კლასის „კონტენს“ ფლობს, ასე რომ ის ნებისმიერ მაღალი კლასის, ძვირადღირებულ ჯიპს ღირსეულ კონკურენციას გაუწევს.

მას სტანდარტული ე.წ “four-wheel drive” სისტემა აქვს და მისი V8 ძრავი 471 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. თავისი უნიკალური შასის წყალობით Wagoneer-ი სხვა მრავალ ღირსებასთან ერთად, კომფორტულ მგზავრობასაც გვთავაზობს. ხარისხიანი ინტერიერის წყალობით კი ის Cadillac Escalade-სა და Mercedes-Benz GLS-ს ღირსეულ კონკურენციას უწევს.
6. Land Rover Range Rover

ნამდვილი ბრიტანული არისტოკრატულობით Land Rover-ის Range Rover-ი წლების განმავლობაში ძვირადღირებული ჯიპების საორიენტაციო ნიშნული იყო. თავისი დახვეწილობით, ელეგანტურობითა და მაღალი დონის სტილით რეინჯ როვერი ნებისმიერ ძვირადღირებულ ჯიპს გაუწევს კონკურენციას.
Range Rover-ს მძლავრი ძრავების მთელი რიგი, დახვეწილი ინტერიერი და სამეფო იმიჯი აქვს. გამავლობის წარმოუდგენლად შთამბეჭდავი უნარი მას ერთ-ერთ ყველაზე სასურველ მანქანად აქცევს, მსოფლიოში.

მაღალტექნოლოგიური ნაკრების და რეგულირებადი რეჟიმის კომპლექტის წყალობით რეინჯ როვერი ნებისმიერი რელიეფის პირობებში დაკისრებულ მოვალეობას წარმატებით ასრულებს. მთელი უნიკალურობა კი იმაში მდგომარეობას, რომ უგზოობის ნებისმიერი მდგომარეობისას თქვენ მდიდრულ სალონში ზიხართ და კომფორტულად მგზავრობთ.
5. Cadillac Escalade

Cadillac Escalade ამერიკული „აიქონია“. Escalade-ს ახალი თაობა ავტომწარმოებლის ეფექტური მუშაობის ნათელი მაგალითია, აშკარაა რომ მის შექმნა-დახვეწაში დიდი რესურსი ჩაიდო, როგორც ფინანსური, ისე ადამიანურ-ტექნიკური.

ავტომობილს 420 ცხენის ძალის მქონე V8 ძრავი და 10-სიჩქარიანი ავტომატური ტრანსმისია აქვს. მას ელეგანტური ვიზუალი აქვს, მისი დიდი მასშტაბი დიდ შიდა სივრცეს უზრუნველყოფს.
4. Aston Martin DBX

DBX გამორჩეული, ძვირადღირებული ჯიპია, ის თავის მომხმარებლებს კომფორტულ მგზავრობას სთავაზობს. ამ ყველაფერს კი ის თავისი ეფექტური მოძრავი სისტემის და სუსპენზიის წყალობით ახერხებს. ეს სპორტული ჯიპი საოცრად დამყოლი და ამავე დროს თავისი 4.0-ლიტრიანი ორმაგი ტურბო V8 ძრავითს მეშვეობით საკმაოდ ეფექტურია.

DBX საკმაოდ სწრაფი ჯიპია, ის 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას 4 წამში ახერხებს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 291 კმ/სთ-ია.
3. Lamborghini Urus

გსურთ მართოთ Lamborghini და თან ადამიანები და ნივთები დაიმგზავროთ? მაშინ Urus-ს გირჩევთ, ჯიპს, რომელიც იტალიური სუპერმანქანის შესრულებასთან და სტილთან ერთად ყოველდღიურ პრაქტიკულობას და კომფორტულ მგზავრობასაც გვთავაზობს. Urus-ი ლამბორგინისთვის დამახასიათებელ ყველა ასპექტს იმეორებს.

ჯიპს სუპერმანქანებისთვის დამახასიათებელი აგრესიული სტილი აქვს. მისი ტექნიკური და ფუნქციური შესაძლებლობები შთამბეჭდავია.
2. Bentley Bentayga

Bentayga-ს განახლებული 2021 მოდელი გამორჩეული ჯიპია. ახალ მოდელს დახვეწილი და მკვეთრი ვიზუალი აქვს, თუმცა მას ყველა პროპორციული ასპექტი შენარჩუნებული აქვს. მას შთამბეჭდავი, განახლებული ინტერიერი, ციფრული ინსტრუმენტების კლასტერი და ინფო-გასართობი სისტემა აქვს.

Porsche-ს ორმაგი ტურბო ჰიბრიდული V8-ით და გასაოცარი W12-ით Bentayga წარმოუდგენელი შესაძლებლობების ჯიპია.
1.Rolls-Royce Cullinan

Rolls-Royce მსოფლიოში საუკეთესო ავტომობილების შექმნითაა ცნობილი. მათ თავიანთი უნარი ჯიპზეც გამოსცადეს, ის Cullinan-ის სახელითაა ცნობილი. ჯიპი ყველა იმ სიმდიდრეს და დიდებულებას გვთავაზობს, რითიც Rolls-Royce-ს საავტომობილო “რუკაზე” საპატიო ადგილი უკავია.

Cullinan-ი ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ჯიპია, მისი ფასი 335,000 დოლარიდან იწყება. მისი ყველა მოდელი დიდებული V12-ითაა აღჭურვილი.