BMW M4 CSL-ის დებიუტამდე სულ ცოტა დროა დარჩენილი და კომპანიამ ახალი თიზერ ფოტოები შემოგვთავაზა, გავრცელებული ინფორმაციით ახალი M4 550 ცხენის ძალას გამოიმუშავებს

არაერთი ჯაშუშური კადრის ნახვის შემდეგ დადგა ეს ნანატრი დროც და 20 მაისს BMW M4 CSL-ის დებიუტი Concorso d’Eleganza Villa d’Este-ზე გაიმართება.

დებიუტამდე ცოტა ხნით ადრე ავტომწარმოებელი ორ ახალ თიზერულ სურათს გვთავაზობს, სურათებზე შთამბეჭდავი კუპეს წინა და უკანა მხარე ჩანს.

გავცელებული თიზერული სურათები

თიზერი აქცენტს მანქანის წინა და უკანა ფარებზე აკეთებს. სამწუხაროდ, არასაკმარისი განათება კორპუსის სხვა დეტალების და ზოგადი დიზაინის დანახვის საშუალებას არ იძლევა.

M4 CSL-ის ექსტერიერის უკეთ აღსაქმელად, სხეულის შენიღბვის მიუხედავად, ჯაშუშური კადრები მეტად დაგვეხმარება.

შენიღბული BMW M4 CSL-ი

აგრესიული წინა ფასცია და დამატებითი ღიობები ახალ მოდელს სტანდარტულ M4-თან შედარებით უფრო გამორჩეულს ხდის. განსხვავებულია სპლიტერიც.

უკანა მხარეს საბარგულზე დიდი სპოილერი აქვს, ბამპერის ქვემოთ კი ოთხი მოზრდილი გამონაბოლქვი მილია დამონტაჟებული

რაც შეეხება ინტერიერს, იქ ჟურნალისტების კამერას ჯერ არ შეუღწევია, მხოლოდ გარეთა კადრებით მსჯელობა ცოტა რთულია, მაგრამ ერთი შეხედვით M4-ის ბრენდის სტანდარტული სავარძლები ჩანს.

რა იმალება სიღრმეში…

გავრცელებული ინფორმაციით, M4 CSL-ი სტანდარტული კუპეს ორმაგ ტურბო 3.0-ლიტრიანი ძრავის განახლებულ ვერსიას გამოიყენებს.

სიმძლავრე, როგორც ცნობილია 550 ცხენის ძალამდე იზრდება.(სტანდარტულის შემთხვევაში ის 503 ცხ.ძ იყო). ასევე დაუზუსტებელი ინფორმაციით გადაცემის ერთადერთი ვარიანტი ავტომატური გადაცემათა კოლოფი იქნება.

დამატებით ბენეფიტად M4 CSL, დაახლოებით, 100 კგ-ს კარგავს. კლების მიზეზად უკანა სავარძლების მოცილება და მსუბუქი ძარის დაყენება სახელდება.

როგორც საავტომობილო სივრცეში ვარაუდობენ ახალი M4 CSL შეზღუდულ, 1000 ეგზემპლარად გამოვა.

ცოტა მოგვიანებით M4 CS-ს გამოშვებაც იგეგმება, მას უფრო ძლიერი ძრავი ექნება. გზაშია M3 CS სედანიც.

BMW M4 CSL

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!


  • თეგები
  • #BMW
წინა სტატია2023 წლის Cadillac Lyriq AWD სისტემით 500 ცხენის ძალას გამოიმუშავებს
შემდეგი სტატიაშემდეგი თაობის Tesla Roadster-ი, შესაძლოა, მომავალ წელს გამოვიდეს