ქალაქი მანქანების გარეშე-თებერვალში ბერლინის სენატი „კანონპროექტს“ კენჭს უყრის

გერმანიის ქალაქის ქუჩებში მანქანებისგან გათავისუფლების გეგმა 3 მეგობარს ეკუთვნის, მათ 2019 წელს შექმნეს ჯგუფი სახელად-Volksentscheid Berlin Autofrei.

მათ რეფერენდუმის საფუძველზე ბერლინის ქუჩებში მანქანების შეზღუდვა სურთ.

პეტიცია გასული წლის აპრილში დაიწყო და მალევე 50000-ზე მეტი ხელმოწერა შეგროვდა.

ახლა მას ქალაქის მმართველი ორგანო, ბერლინის სენატი განიხილავს და სწორედ მაშინ გადაწყდება გახდება თუ არა ბერლინი ქალაქი, მანქანების გარეშე.

რა თქმა უნდა, გეგმა გამონაკლისებსაც ითვალისწინებს.

სპეციალური საშვები/ნებართვები გაიცემა სასწრაფო დახმარების მანქანებზე, დასუფთავების მანქანებზე, ტაქსებზე, კომერციულ და სადისტრიბუციო მანქანებზე და შშმ პირებზე, რომლებიც გადაადგილების მხრივ ავტოტრანსპორტზე არიან დამოკიდებულნი.

ბრანდენბურგის კარიბჭე

ბერლინი მანქანების გარეშე

2014 წელს ბერლინის რეგიონული პარლამენტის მიერ შედგენილ მოხსენებაში ნათქვამია, რომ ქალაქში სატრანსპორტო სივრცის 58% ავტომობილებს დაეთმო, არა და ბერლინის ქუჩებში მოგზაურების მხოლოდ მესამედი იყენებდა მანქანას.

ველობილიკებისთვის სივრცის მხოლოდ 3% იყო გამოყოფილი, პარადოქსულია, რადგან ველოსიპედით მოსიარულეები მგზავრების 15%-ს შეადგენდნენ.

„ეს არა მხოლოდ ჩვენი სივრცის, არამედ საზოგადო პრობლემაა“-The Guardian-თან საუბრისას აღნიშნა ერთ-ერთმა ინიციატორმა, ნინა ნობლემ.

„ეს ინიციატივა ნათელი გამოხატულებაა იმის, თუ როგორ გვსურს ჩვენ ყველას ერთად ცხოვრება, სუნთქვა და თამაში. ჩვენ გვინდა, რომ ადამიანებს ღია ფანჯრებში დაძინება შეეძლოთ, ბავშვებს კი ქუჩაში თამაში. ბებია-ბაბუას ველოსიპედის უსაფრთხოდ ტარება უნდა შეეძლოს  და მათ უამრავი სივრცე და სკამი უნდა ჰქონდეთ იმისთვის, რომ ისუნთქონ“.

როგორც აღვნიშნე ბერლინის სენატი გეგმას თებერვალში განიხილავს, სწორედ მაშინ გადაწყდება შეძლებენ თუ არა ბერლინელები ქუჩაში უმანქანო სივრცეების შექმნას მეტი დასვენებისთვის, სეირნობისთვის და სუნთქვისთვის.

ბერლინი

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!


წინა სტატიაახალი Ford Mustang-ის პირველი ჯაშუშური კადრები გავრცელდა
შემდეგი სტატიაBugatti-ს ელექტრული ნაბიჯები- პირველი მოდელი 28 კმ/სთ სიჩქარის ელექტრო თვითგორიაა