Bentley-ის პირველი სრულად ელექტრო მანქანის წარმოება ოფიციალურად დადასტურდა, ავტომწარმოებელი სრულად ელექტრულ ტალღაზე გადასვლას 2030 წლისთვის გეგმავს

Bentley-ის პირველი მასობრივი წარმოების ელექტრომობილის შესახებ ბევრი ჭორი გავრცელდა.

ახლა კი ოფიციალიურ ინფორმაციაზე დაყრდნობით თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ავტომწარმოებელმა თავისი პირველი ნულოვანი გამონაბოლქვი პროდუქტის წარმოება 2025 წლისთვის დააანონსა.

ბენტლი ახალი ავტომობილის ვიზუალურ დეტალებს(ფორმას, ზომას), რა თქმა უნდა, არ ამხელს, თუმცა სხვა საინტერესო და მნიშვნელოვანი ასპექტები თანმიმდევრულად გავიაროთ.

Bentley-ის ელექტრული მისწრაფებები

ეგზოტიკური მანქანების მწარმოებელი დიდ ბრიტანეთში 10 წლის განმავლობაში 3,375 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიციას განახორციელებს.

ამ უზარმაზარი რაოდენობის თანხამ კომპანიის ელექტრიფიკაციისკენ გადასადგმელი პირველი ნაბიჯები უნდა უზრუნველყოს. პირველი ელექტრომობილი გაერთიანებულ სამეფოში ბენტლის ქარხანაში აშენდება.(ბენტლის ქარხანაში 4000 ადამიანია დასაქმებული).

სტრატეგია სახელწოდებით- Beyond100

ახალი გეგმები ბრენდის Beyond100 სტრატეგიის ნაწილია.(სტრატეგია 2020 წელს შეიქმნა და მისი მიზანი, კომპანიის მდგრადი მობილურობის ლიდერად გადაქცევაა. ბრენდის ამბიციაა, რომ ის 2030 წლისთვის სრულიად ნახშირბადნეიტრალური გახდეს).

„Beyond100, Bentley-ს შთამბეჭდავი ისტორიის მანძილზე, ყველაზე თამამი გეგმაა.”- ადრიან ჰოლმარკი Bentley-ს აღმასრულებელი დირექტორი.

როგორც უკვე აღვნიშნეთ ბენტლის 2030 წლიდან მხოლოდ წმინდა ელექტრო ძრავების წარმოება სურს.  ავტომწარმოებელი ათწლეულის ბოლომდე ნახშირბადის სრული ნეიტრალიტეტის მიღწევას გეგმავს. ეს მისი ყველა პროდუქტის განვითარებას, წარმოებას და ექსპლუატაციას მოიცავს.

ბენტლის პირველი ელექტრომობილი, შესაძლოა, Volkswagen-ის Artemis ელექტრომობილების არქიტექტურაზე დააფუძნონ. აღსანიშნავია, რომ პლატფორმა ამ ეტაპზე შემუშავების პროცესშია, პროექტს Audi-ს ინჟინრები ხელმძღვანელობენ.

ბრენდის აღმასრულებელმა დირექტორმა გასულ წელს ასეთი კომენტარი გააკეთა- 

„თუ SUV-ში არ ხარ, ესე იგი არსად არ ხარ“, ეს განცხადება, შესაძლოა, ბენტლის მომავალი ელექტრომობილის ფორმაზე მიუთითებდეს. როგორც ჩანს, 2025 წლამდე, კიდევ ბევრ დადასტურებულ თუ დაუდასტურებელ ინფორმაციას მოვისმენთ.

Gallery: Bentley Bentayga S

Bentley

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!


წინა სტატიაKlein Vision Aircar -სლოვაკეთის ხელისუფლება მფრინავ მანქანას საექსპლუატაციო სერთიფიკატს აძლევს
შემდეგი სტატიაToyota-მ 2021 წელს 10,5 მილიონი ავტომობილი გაყიდა