Bentley წელს თავისი პირველი და იმ დროისვის ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილის, Continental-ის 70 წლის იუბილეს აღნიშნავს

დღეს Bentley-ის ხაზის გული Continental GT-ია და მისი წარმომავლობა, რა თქმა უნდა, საკმაოდ შთამბეჭდავი და ღირებული ისტორიული პასაჟის მატარებელია. ლეგენდარული მანქანა წელს 70 წლის იუბილეს აღნიშნავს.

R-Type Continental-ის პირველი მიწოდება 1952 წელს დაიწყო და იმ დროს ის მსოფლიოში ყველაზე სწრაფ ოთხადგილიან მანქანად ითვლებოდა.

ყველაზე სწრაფი და ყველაზე ძვირადღირებული

პარალელურად ის ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილიც იყო, მისი ფასი 6928 გირვანქა სტერლინგს აჭარბებდა, მიმდინარე კურსით რომ ვიმსჯელოთ ეს თანხა, დაახლოებით 176,249 აშშ დოლარის ეკვივალენტია, თუმცა, ეს ინფორმაცია მის იმდროინდელ ღირებულებას სათანადოდ ვერ ასახავს.

სიტუაციის უკეთ აღსაქმელად გეტყვით, რომ 1952 წელს კონტინენტალი ინგლისში საშუალო დონის სახლს ღირებულებით 4-ჯერ აღემატებოდა.

მანქანა, რომელსაც ზემოაღნიშნული თანხით შეიძენდით, საკმაოდ შთამბეჭდავი იყო. ის Bentley-ის ომამდელი, აეროდინამიკური ექსპერიმენტებით იყო შთაგონებული.

R-Type Bentley-ზე დაფუძნებული კუპე

Bentley თავისი პირველი Continental-ის 70 წლის იუბილეს აღნიშნავს
Continental-ს R-Type-ის მსგავსი ძრავი ჰონდა, რომელიც სტანდარტული ავტომობილისგან განსხვავებით 153 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა

კომპანიამ R-Type Bentley-ის სალონზე დაფუძნებული გლუვი კუპეს შექმნა გადაწყვიტა. მიღებული მოდელი პირველი იყო, რომელმაც სახელწოდება “Continental ” მიიღო.

Continental-ს R-Type-ის მსგავსი ძრავი ჰონდა. კუპე სტანდარტული ავტომობილისგან განსხვავებით 153 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა (სტანდარტული 140 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა).

მთლიანობაში, ავტომწარმოებელმა R-Type Continental-ის მხოლოდ 208 ეგზემპლარი შექმნა. თავის დროზე ამ ფაქტით ის ისეთივე იშვიათ სანახაობად ითვლებოდა, როგორც დღეს.

Bentley-ს თქმით 2003 წელს, როდესაც ის ახალ ეპოქას იწყებდა Continental-ის სახელწოდება შეგნებულად შეარჩია.

ახალი ავტომობილის დიზაინი R-Type Continental-ით იყო შთაგონებული. ავტომწარმოებლის ამბიციის გათვალისწინებით წინამორბედის მსგავსად ახალი კონტინენტალიც ყველაზე სწრაფი ოთხადგილიანი მოდელი უნდა გამხდარიყო.

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!

Bentley Continental

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]