Bentley-ს თავისი არსებობის ისტორიაში საუკეთესო პირველი კვარტალი ჰქონდა, ბრენდის შემოსავალი 855 მილიონი დოლარია

არანაირი ვეფხვი! 2022 წელი Bentley-ს წელია! ბრიტანულმა მარკამ გამოაცხადა, რომ თავის 103-წლიან ისტორიაში საუკეთესო და ნაყოფიერი პირველი კვარტალი ჰქონდა.

ახალი რეკორდი ევროპასა და ბრიტანეთში მოთხოვნის ზრდას უკავშირდება. წლის პირველი სამი თვის განმავლობაში მოგება 162 %-ით გაიზარდა და 179 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

ეს ხდება რეკორდული 2021 წლის შემდეგ, როდესაც წლიური მოგება 409 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. ეს მაჩვენებელი Bentley-ს წინა, 2014 წლის რეკორდზე, 179 მილიონ დოლარზე ორჯერ მეტია.

გარდა ამისა, როგორც ვხედავთ ამ წლის პირველ სამ თვეში გამომუშავებული ფული 2014 წლის მთლიანი მოგების ტოლია.

შემოსავალი თითო მანქანაზე რეალურად 193,000 აშშ დოლარიდან 223,000 დოლარამდე გაიზარდა. ამან, თავის მხრივ, კვარტალური შემოსავალი დაახლოებით 41%-ით გაზარდა.

ბენტლის რეკორდი

Bentley-ს არსებობის ისტორიაში საუკეთესო პირველი კვარტალი ჰქონდა
GT Speed

Bentley ახალ რეკორდს, ასევე, უფრო ძვირადღირებულ და ძლიერ მანქანებზე, Mulliner-ზე და Speed-ზე მოთხოვნის ზრდას უკავშირებს.

გარდა ამისა, როგორც უკვე აღვნიშნე, ევროპასა და დიდ ბრიტანეთში გაყიდვები მკვეთრად გაიზარდა. (38% და 30%) ორივე ბაზარი ერთად ბენტლის გაყიდვების დაახლოებით ერთ მესამედს, ან 1074 ავტომობილს შეადგენს. ამავდროულად, ამერიკაში გაყიდვები 9%-ით დაეცა.

როგორც ცნობილია ბენტლი Beyond100 სტრატეგიის მეშვეობით 2030 წლისთვის ნახშირბადის ნეიტრალიტეტის მიღწევას გეგმავს. ამ მიმართულებით ბრენდი დიდ ინვესტიციას ახორციელებს.

ელექტრომობილების მიმართულებით ჩეშირში მდებარე Bentley-ის ისტორიული Pyms Lane ქარხანა განიხილება.

„ეს შედეგები ჩვენი ბრენდის შინაგან ძალას აჩვენებს და ინდუსტრიის ლიდერი Beyond100 სტრატეგიის მუდმივ წარმატებას უსვამს ხაზს.“- ადრიან ჰალმარკი Bentley Motors-ის თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი.

Bentley

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!


წინა სტატიაუნიკალური Ferrari- ბრენდის სპეციალური პროგრამა
შემდეგი სტატია2023 Ford E-Transit Custom- ელექტრო ფურგონი 380კმ-იანი დიაპაზონით