Bentley Flying Spur-ის ახალ კომპლექტაციაში შედის სპლიტერი, შეფუთული გვერდითი კალთები (პაროგები), უკანა დიფუზორი და სპოილერი. ყველა მათგანი ხელნაკეთია.

ახალი თაობის Bentley Flying Spur სედანი, პირველად ბენთლიმ გასულ ზაფხულს წარმოადგინა.

Bentley Flying Spur – სპორტული პაკეტით

ახალ ვერსიას Styling Specification ნახშირპლასტიკის ნაკრები დაემატა, რომელიც მის ოთხკარიან სპორტულ ხასიათს უსვამს ხაზს. ადრე მსგავსი ნაკრები ბრენდის სხვა მოდელებისთვისაც მომზადდა .

Bentley Flying Spur – სპორტული პაკეტით

ახალი დეტალები ნახშირბოჭკოვანი ქსოვილისგან არის დამზადებული, ხოლო გვერდითა კალთებზე დატანილი ბენთლის 3D მეტალის ემბლემები, ელექტრო ფორმირების მეთოდით არის განხორციელებული.

სტილის სპეციფიკაცია მხოლოდ მანქანის იერსახეს არ ცვლის, ის რეალურად აუმჯობესებს აეროდინამიკას.

მისი შემუშავებისას ინჟინრებმა სითხის დინამიკის გამოთვლითი მეთოდოლოგია გამოიყენეს.

ასევე, ყველა ახალ დეტალს გავლილი აქვს მანქანაში არსებულ ანტენებთან და სენსორებთან თავსებადობის ტესტი, რათა არ შეაფერხოს მათი მუშაობა.

Bentley Flying Spur – სპორტული პაკეტით
Bentley Flying Spur

ავტომობილი “დასაჩუქრებულია” 6W12 6.0 TSI (635 ცხ.ძ., 900 ნ•მ) ძრავით, რვასიჩქარიანი “რობოტი” ორი “სცეპლენიით” და X4 სისტემით, აღსანიშნავია რომ ნორმალური მართვის პირობებში სიმძიმის 100% უკანა ბორბლებზე მიდის და მხოლოდ ზოგიერთ სიტუაციაში ელექტრონიკას სიმძიმის ნაწილი წინ გადმოაქვს.

ახალი პაკეტის შეკვეთა შესაძლებელია ბრენდის ოფიციალურ დილერებთან. ასეთი კომპლექტი სედანის მეტ ინდივიდუალურობას ანიჭებს, ყოველ შემთხვევაში მანამდე, სანამ ბრიტანელები კიდევ რაიმე უჩვეულოს არ “გამოაცხობენ”.

Flying Spur Speed ​​-ის პროტოტიპი უკვე გამოჩნდა ტესტებზე. ამ ეტაპზე დაზუსტებული არ არის, თუმცა ბრიტანელი ჟურნალისტების ვარაუდით მანქანა 12 ცილინდრიანი ბენზინ-ელექტრო Bturbo 4.0 ძრავი, 680 ცხ.ძ. არის წარმოდგენილი.

Bentley Flying Spur

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!


წინა სტატიაPorsche Panamera – მ განახლებული Turbo S და 4S E-Hybrid წარადგინა
შემდეგი სტატიაატელიე AC Schnitzer – მა BMW M8 გრანდ კუპეზე გულიანად წაიმუშავა
ჩვენი გუნდი იძიებს საინტერესო და სასარგებლო ამბებს ავტომანქანებზე მთელ მსოფლიოში