Bentley -ს ახალი ავტომობილის W12 ძრავი 650 ცხენის ძალას გამოიმუშავებს

Bentley Mulliner-ის სპეციალური შეკვეთების განყოფილების დახმარებით, Bacalar-ის შემდეგ, სავარაუდოდ, ახალ მოდელზე მუშაობს.

Bacalar-ს ულტრა მდიდრულ „უსახურავო“ მოდელს, მხოლოდ 12 ეგზემპლარად გამოუშვებენ.

Autocar-ის ახალი მოხსენების თანახმად, მომავალი ორკარიანი მოდელი ნაკლებად ექსკლუზიური იქნება, მისი წარმოების ციკლი, სავარაუდოდ, 25 ერთეულამდე გაგრძელდება.

ამ ორი მოდელის განმასხვავებელი ასპექტი, ძირითადად, ფიქსირებული სახურავი და სტილის ნიშნები იქნება.

სავარაუდოდ, ახალი მოდელის დიზაინი მომავალ, შიდა წვის ძრავის გარეშე მოდელებს ახალ და უნიკალურ “ფანჯარას” გაუხსნის.

Gallery: Bentley EXP 100 GT

აუტოქარის მოხსენების თანახმად მანქანის წინა ნაწილი, კუთხოვანი თემის და განახლებული ცხაურის ხარჯზე უფრო აგრესიული იქნება. ცხაური თხელი ლედ ფარებით იქნება გარშემორტყმული.

მანქანის ექსტერიერის დიზაინზე პასუხისმგებელი ანდრეას მინდტი იქნება. აღსანიშნავია, რომ 1999 წლის Hunaudieres-იც მისი შემოქმედებაა.

მართალია, კონცეფციის შექმნიდან 22 წელი გავიდა და ის კვლავ კონცეფციად დარჩა, თუმცა, მან Bugatti Veyron-ის დიზაინის შექმნის პროცესში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.

ბორბლების უნიკალური თაღები, უკანა დახვეწულ შუქებთან და სხვა დეტალებთან ერთად  ახალ კუპეს “უბრალო” Continental GT-ისგან აშკარად განასხვავებს.

ამბობენ, რომ ახალი მოდელი სიმძლავრეს Continental GT Speed-ის მსგავსად, ორმაგი ტურბო, 6.0 ლიტრიანი W12 ძრავიდან მიიღებს.

Continental GT Speed-ის შემთხვევაში ძრავი 650 ცხენის ძალას გამოიმუშავებს ბრუნვის მომენტი 900 ნიუტონ/მეტრია. ძრავი მაღალეფექტურ კუპეს 0-დან 100 კმ/სთ-მდე 3,6 წამში აჩქარებს.

მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 335 კმ/სთ-ია. Mulliner-ის ახალ კუპეს სწორედ მსგავსი სიჩქარე და მახასიათებლები უნდა ჰქონდეს.

Continental GT Speed-ზე დაფუძნებული მასიური 440 მმ-იანი ნახშირბად-კერამიკული წინა მუხრუჭებით, უფრო ხისტი საკიდებითა და შეცვლილი შასით, ეფექტური კუპე, შესაძლოა W12-ის დასასრულის დასაწყისი გახდეს.

რაც შეეხება ფასს… დასხედით, ბატონებო… საბაზისო ვერსია, თუ შეიძლება ასე ვუწოდოთ, სავარაუდოდ, ამჟამინდელი კურსით, 2 მილიონი აშშ დოლარი ეღირება.

Mulliner-ის მაღალი დონის განახლებების დიდმა რაოდენობამ შესაძლოა ფასი გაზარდოს, ამ შემთხვევაში კი ის Bentley ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მოდელი გახდება.

Bentley

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!


წინა სტატიაLamborghini Aventador-ის შემცვლელი პირველად დააფიქსირეს
შემდეგი სტატიაCoca-Cola-ს საშობაო მანქანის ისტორია: ჯადოსნური ტრადიცია ბორბლებზე