ბენ აფლეკის და ჯენიფერ გარნერის 10 წლის ვაჟი სემუელი ლოს-ანჯელესში Lamborghini-თ BMW-ს დაეჯახა, შემთხვევა ძვირადღირებული ავტომობილების დაქირავების სააგენტოსთან მოხდა

კვირას სემუელ აფლეკი ბენთან და მის საცოლესთან, ჯენიფერ ლოპესთან ერთად 777 Exotics-ში, ლოს-ანჯელესში მდებარე ძვირადღირებული მანქანების დაქირავების სააგენტოში იმყოფებოდა.

სემუელს, როგორც ჩანს ლამბორგინი ურუსი მოეწონა და მძღოლის მხარეს დაჯდა, იქ რა მოიმოქმედა არავინ იცის, თუმცა, ყვითელი Lamborghini მის უკან მდგომ თეთრ BMW-ს დაეჯახა.

აფლეკ-ლოპესის “ეკიპაჟი”

ბენ აფლეკის 10 წლის ვაჟი Lamborghini-თ BMW-ს დაეჯახა
პაპარაცულ კადრებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ მანქანებს დიდი ზიანი არ მიადგათ.

როგორც სურათებიდან ჩანს შემთხვევის შემდეგ ბენმა და სემუელმა ავტომობილის უკანა მხარე დაათვალიერეს, ადგილზე სადილეროს თანამშრომელებიც მივიდნენ.

პაპარაცულ კადრებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ მანქანებს დიდი ზიანი არ მიადგათ.

პაპარაცული ვიდეო შემთხვევის ადგილიდან

ბენის წარმომადგენელმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა და არც მანქანა დაზიანებულა.

სააგენტოს თანამშრომელმა ნიუ-იორკ პოსტთან საუბრისას აღნიშნა, რომ სემუელის ჩაჯდომიდან მალევე დაიძრა მანქანა და რადგანაც ავტომობილები ერთმანეთთან ახლოს დგას ლამბორგინი მის უკან მდგომმა ბიმერმა შეაკავა.

ბენ აფლეკის მანქანებისადმი სიყვარული საკმაოდ ცნობილი ფაქტია და სადილეროში იმედოვნებენ, რომ ოსკაროსანი მსახიობი მათთან კვლავ დაბრუნდება.

მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდა უნდა აღვნიშნოთ, რომ საუბარი საკმაოდ ძვირადღირებულ მანქანებზეა- 2022 წლის Lamborghini Urus-ის ფასი 229,495 დოლარიდან იწყება.

Lamborghini BMW

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!


წინა სტატიაRed Bull RB17- ჰიბრიდული V8  და 1100 ცხენის ძალა
შემდეგი სტატია5 ყველაზე ლამაზი გერმანული ავტომობილი