მოტოციკლებით ცნობილი ვიეტნამიური კომპანია Bandit9, საკუთარი ძალების მოსინჯვას სპორტული მანქანების მიმართულებით ცდილობს.
მოდელი Monaco ტესლას ძრავით და Formula1-ის დიზაინით შთაგონებული მსუბუქი სარბოლო მანქანაა.
მანქანის შემქმნელები მაქსიმალურად ეცადნენ, რომ მისი მართვის სტილი მოტოციკლეტის ტარებისთვის დაემსგავსებინათ.
ელექტროძრავა და ელემენტი Tesla Model S-დან არის აღებული. ძრავა 543 ცხ.ძ. გამოიმუშავებს, ხოლო ბრუნის მომენტი 603 ნიუტონ მეტრია. კომპანიის განცხადებით Bandit9 Monaco-ს 100 კმ/სთ აჩქარებისთვის 2,7 წამი სჭირდება, ერთი დამუხტვით კი და 402 კმ-ს გავლა შეუძლია.
Bandit9 Monaco





კომპანია მსურველებს მანქანის შეკვეთას 150,000 დოლარად სთავაზობს. ასევე შესაძლებელია ავტომობილის თქვენი სურვილისამებრ პერსონალიზაცია, რაც ბუნებრივია ფასს კიდევ უფრო გაზრდის.